საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბურჯანაძის გარეშე მიემგზავრება

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ევროპის ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი დანაკლისით მიემგზავრება.

გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ესპანური "კახასოლის" ფორვარდი ბექა ბურჯანაძე 20-წლამდელებს ტალინში ვერ მიჰყვება.

ბურჯანაძემ მარცხენა ხელის ნეკა თითის ძვალი იტალიაში, საერთაშორისო ტურნირზე გაიბზარა.

იყო იმედი, რომ ტრავმა ევროპის ჩემპიონატამდე მოუშუშდებოდა, მაგრამ ექიმებმა ბურჯანაზეს 2-კვირიანი დასვენება გამოუწერეს.

დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი გუნდი ერთადერთია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს შორის, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, A დივიზიონში ითამაშებს.

კონტინენტის პირველობა 9-დან 21 ივლისის ჩათვლით ტალინში გაიმართება. ჯგუფში ქართველების მეტოქეები საბერძნეთი, გერმანია, ლიტვა და სერბეთი
იქნებიან.

სულ კი A დივიზიონში 4 ჯგუფი და ჯამში 20 გუნდია. თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გავა, ჩარჩენილი 2-2 გუნდი კი A დივიზიონში დასარჩენად იბრძოლებენ.

ევროპის ჩემპიონატზე ყველა ადგილი გათამაშედება და B დივიზიონში ბოლო 3 გუნდი გავარდება.

საქართველოს ნაკრების კალენდარი
9 ივლისი
გერმანია - საქართველო 15:30

11 ივლისი

საქართველო - ლიტვა 20:00

12 ივლისი

საბერძნეთი - საქართველო 17:45

13 ივლისი

საქართველო - სერბეთი 15:30

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული