B დივიზიონის 22 გუნდი უმაღლესი ეშელონის 3 საგზურისთვის იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა.
მიხეილ ბერუაშვილის შეგირდები (უკანახაზელები - გიორგი დვალი ("რუსთავი"), ლუკა ზაქრაძე ("ჰიუნდაი"), თორნიკე ქიტოშვილი ("რუსთავი"), უკანახაზელი, ფორვარდი - ერეკლე ლორთქიფანიძე (რუსთავი), ფორვარდები - ნიკა ღურწკაია ("აკადემია"), სანდრო სანაძე ("ჰიუნდაი"), ალექსანდრე ბოლქვაძე ("ჰიუნდაი"), კახაბერ ტომარაძე ("ჰიუნდაი"), ფორვარდი, ცენტრი - უჩა გამრეკლიძე (ქუთაისი), ცენტრები - მაიზერ რევაზაშვილი ("მაკაბი"), შოთა ნარჩომაშვილი (რუსთავი), არჩილ პულუზაშვილი ("შსს-აკადემია"), ასისტენტები - ზაზა გაბისონია, დიმიტრი
თუ როგორ მოემზადნენ ჩვენი ბიჭები პასუხსაგები შეჯიბრებისთვის, ამის შესახებ ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხეილ ბერუაშვილი გვიამბობს:
- შეკრებაზე 16 კალათბურთელი მოვიწვიეთ, მაკედონიაში კი 12 გაემგზავრება. ჯანსაღმა კონკურენციამ კარგი სამსახური გაგვიწია.
საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოვაყალიბეთ. იმის მიუხედავად, რომ ძლიერ ქვეჯგუფში მოვხვდით, უიმედოდ არ ვართ. ევროპის პირველობისთვის ინტენსიური მზადება თვენახევრის წინათ დავიწყეთ.
ვარჯიშები ისე დავგეგმეთ, რომ მაქსიმალურად მივუახლოვდით იმ გრაფიკს, რომელიც მაკედონიაში ასპარეზობისას გვექნება. ჩვენი უპირველესი ამოცანა ქვეჯგუფიდან გასვლაა. ვფიქრობ, ბიჭებს საამისო ძალა შესწევთ და ვეცდებით, შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
- სათამაშო პრაქტიკა თუ გაქვთ?
- მზადების პერიოდში ორ-ორი ტესტმატჩი გავმართეთ ლუქსემბურგელ და უნგრელ თანატოლებთან.
ამ შეხვედრებმა ჩვენი გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები დაგვანახვა. მზადების ბოლო დღეებში სწორედ იქ შემჩნეული ხარვეზების აღმოფხვრასა და ტაქტიკური მონახაზის დახვეწაზე ვმუშაობთ.
- მეტოქეებზე რას იტყვით?
- ჯგუფის ფავორიტად გერმანია მიგვაჩნია. ჰოლანდიაც არაფრით ჩამოუვარდება მას. ავსტრიას, ნორვეგიას და ესტონეთს, ფაქტობრივად, ჩვენი დონის გუნდები ჰყავთ, თუმცა დაბეჯითებით რამის თქმა ძალიან ძნელია, რადგან ეს ისეთი ასაკია, რომ ნაკრების შემადგენლობა სტაბილური ვერ იქნება, ცვლილებებზე თვალის მიდევნება კი ჭირს.
მთავარი მაინც ის არის, ჩვენ თავად როგორ ვითამაშებთ. რამდენიმე ტანმაღალი კალათბურთელი გვყავს და "მეორე სართულზე" არ უნდა გაგვიჭირდეს. მთავარი ამოცანა იმ სამ გუნდში მოხვედრაა, რომელიც გაისად A დივიზიონში ითამაშებს. მიზნის მისაღწევად არაფერს დავიშურებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"