ქართველთა გეზი: სარაევო, ვარნა, სკოპიე

AutoSharing Option
ფიბა-ევროპამ გამოაქვეყნა 2011 წელს გასამართი ახალგაზრდული ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების ვინაობა. თბილისში დარბაზები დროულად რომ შერემონტებულიყო, ერთერთ მასპინძლად საქართველოც მოგვევლინებოდა. ვნახოთ, იქნებ 2012 წლამდე მაინც მოწესრიგდეს თუნდაც სამი დარბაზი. მანამდე გავეცნოთ 20, 18 და 16 წლამდე ასაკის ევროპის ჩემპიონატების და B დივიზიონის მატჩების გამართვის ადგილებს.

ახალგაზრდული (20-წლამდელთა) ევროპის პირველობა ესპანეთში გაიმართება, ხოლო ამავე ასაკში B დივიზიონის შეხვედრებს ბოსნიის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სწორედ ბოსნიაში გაემგზავრება.

18-წლამდელთა ევრობასკეტი პოლონეთში ჩატარდება. ჩვენს ჭაბუკთა ნაკრებს კი ბულგარეთში მოუწევს ელიტის საგზურისთვის ბრძოლა - B
დივიზიონის მატჩები საკურორტო ქალაქ ვარნაში გაიმართება.

კადეტთა ასაკში (16-წლამდელები) ევროპის პირველობის მასპინძლად ჩეხეთი დასახელდა, ხოლო B ლიგას მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე უმასპინძლებს. ქართველებს მაკედონიაში მოუწევთ თამაში.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული