გაირკვა 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების მეტოქეები. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები B დივიზიონში ასპარეზობს და 11-20 აგვისტოს ბულგარეთის ქალაქ სოფიაში იასპარეზებს. 24 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველო მოხვდა D ჯგუფში ჩეხეთთან, სლოვაკეთთან, ბელგიასთან, ისლანდიასთან და მასპინძელ ბულგარეთთან.
ცნობილი გახდა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც. 24 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველო მოხვდა D ჯგუფში ალბანეთთან, სლოვაკეთთან, ინგლისთან, შოტლანდიასთან და უკრაინასთან.
გოგონათა 18-წლამდელთა ნაკრები კი 8-13 ივლისს
საქართველო 20-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში საბერძნეთის ქალაქ ჰალკიდაში იასპარეზებს 15-დან 24 ივლისის ჩათვლით. 21 გუნდი 4 კალათაში გადანაწილდა. საქართველო 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან: პორტუგალია, მონტენეგრო, მაკედონია და სომხეთი.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით