საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა მოსკოვის "ხიმკი" დაამარცხა

AutoSharing Option
ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში ქართველებმა მძლავრ მეტოქეს მოუგეს და ლიდერთა შორის გაერივნენ. ევროპის ლიგის მეორე ეტაპი გუშინ ქართველებმა თითო მოგებ-წაგებით გახსნეს, 30 იანვარს კი ადგილობრივი "ლიეპაია" და რუსული "ხიმკის" ძლევით კარგი შანსი აქვთ, სატურნირო ცხრილში დაწინაურდნენ.

3 მოგებისა და 1 წაგების მქონე საქართველოს ნაკრები 31 იანვარს ლატვიური ეტაპის ბოლო მატჩში ადგილობრივ "რიჟდანეს" დაუპირისპირდება და წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა, ეტაპის გამარჯვებულიც გახდეს.

რაც შეეხება "ხიმკისთან" მატჩს, ქართველებმა 58:46 იმარჯვეს. საწყისი 3 პერიოდის დამაჯერებლად მოგების შემდეგ ჩვენი ნაკრები გადამწყვეტი მეოთხედის
წინ 25 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში რუსულმა კლუბმა მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ ჩამორჩენის 12 ქულაზე შემცირების მეტი ვერაფერი მოახერხა.

საქართველოს ნაკრებში 22 ქულით ვოვა თავაქარაშვილი გამოირჩა, რომელმაც 10 მოხსნაც მოიხვეჭა. ფარზე ბატონობა მეტოქეებს არ დაანება ირაკლი კილაძემ, რომელმაც 17 მოხსნა მიითვალა, ხოლო ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა. 10 ქულა მიითვალა საბა გაჩეჩილაძემ, ხოლო ზურა ვაშაკიძემ - 7.

საქართველოს ნაკრები 31 იანვარს დაუმარცხებელ "რიჟდანეს" დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ვენტსპილსის ეტაპის გამარჯვებული გახდება, რაც საერთო ცხრილში მნიშვნელოვანი დაწინაურების საფუძველი იქნება.

მესამე ეტაპი, სადაც ქართველები ასევე 5 მატჩს გამართავენ, 17-20 მარტს რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge - მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული