რატომ აგებს 16-წლამდელთა ნაკრები ასე?

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის ქალაქ გაზიანთებში საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს. ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი ჩაატარა და ორივეში დიდი სხვაობით დამარცხდა. საფრანგეთთან 51:89 დათმო, ხოლო ჩინეთთან - 35:108.

ასეთი ანგარიშების ხილვა ქართული კალათბურთის პერსპექტივაზე მოფიქრალთ ნამდვილად გულს "ჩაუწვავდა" - ნუთუ ჩინეთსა და ქართველებს შორის მართლა 73-ქულიანი სხვაობაა? თუ ჩინელები ბევრნი იყვნენ?!

რატომ ფიქსირდება ასეთი დიდი სხვაობა? - ამ კითხვაზე პასუხს ნაკრების მწვრთნელი გია კაზანჯიანი გვეტყვის, რომელსაც ყველაზე მეტად სურდა ისეთი შემადგენლობის შერჩევა, რომელიც მეტოქეებს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა. მაგრამ, ფაქტია, რომ
ვერ შეარჩია და ისიც ფაქტია, რომ ბავშვთა კალათბურთის განვითარების დონით ჩინელებსა და ფრანგებს საგრძნობლად ჩამოვრჩებით.

ეს საკითხი საფუძვლიანადაა შესასწავლი და მისახედი, თორემ ორ წელიწადში ერთხელ ნიჭიერი კალათბურთელის გამოჩენა და ნაკრების წარმატება "გაზაფხულს" ვერ მოიყვანს.


საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები
საფრანგეთი-საქართველო 89:51
23:15, 18:8, 20:18, 28:10
საქართველო: ბოლქვაძე (13ქ), ამირხანაშვილი, ლილუაშვილი (9ქ), ჯაყელი, ქობალავა (2ქ), აბულაძე (3ქ), კ. ტომარაძე (6ქ), დარახველიძე (18ქ, 11მ), პულუზაშვილი, ღურწკაია, ჭიხვარია, ლომთაძე.

ჩინეთი-საქართველო 108:35
27:8, 29:2, 28:16, 24:9
საქართველო: ამირხანაშვილი (6ქ), ლილუაშვილი, კობალავა, აბულაძე (14ქ), ტომარაძე (2ქ), დარახველიძე (11ქ, 9 მ), პულუზაშვილი (2ქ), ღურწკაია, ჭიხვარია, ლომთაძე.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"







.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაზანჯიანი ჩემი ტრენერი იყო და კალათბურთისგან ისე შორსაა ამას ნაკრები რომელმა იდიოტმა ჩააბარა???
antikazanjiani
12:15 08-02-2011
0

სიახლეები პოპულარული