კადეტები სლოვენიასთანაც შერცხვნენ

AutoSharing Option
საქართველოს კადეტთა ნაკრები ჩინეთთან და ირანთან წაგებების შემდეგ სლოვენიას დაუპირისპირდა. ჩვენი გუნდისგან მოგებას არავინ ელოდა, ღირსეულად წაგება სანატრელად გაგვხდომია. სლოვენიელებმა 33 ქულის სხვაობით, 89:56 მოგვიგეს და თავად განსაჯეთ, წაგება ღირსეულია თუ არა.

ქართველ კადეტებს ძალიან უჭირთ ფარქვეშ. მათ მოხსნებში ამჯერად 29:52 დათმეს. ეს კარგად გამოიყენეს სლოვენიელებმა, რომლებმაც 28-დან 25 სამქულიანი ფარქვეშიდან ჩააგდეს (ასეთი გრაფიკული სურათი მოგვცა თურქულმა საიტმა). ქართველებმა კი სულ 17 ორქულიანი ჩააგდეს. როცა ესა თუ ის გუნდი სამწამიან ზონაში მეტოქეს ვერ უმკლავდება, აქცენტს პერიმეტრიდან ტყორცნებზე აკეთებს ხოლმე. მაგრამ
ქართველ 16-წლამდელებს ვერც ამ კომპონენტში გამოუვიდათ რამე - 14-დან ერთი სამიანი გამოიყენეს.

ბექა დარახველიძეს რომ არ ეთამაშა, სლოვენიელები გაცილებით დიდი სხვაობით მოიგებდნენ. ბექამ 22 ქულა, 7 მოხსნა და 2-2 პასი-დაფარება მიითვალა. მის გარდა 10-ქულიან ზღვარს ზეზვა ლილუაშვილი ასცდა. მან 10 ქულა ჩააგდო.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ჯგუფურ ტურნირს ბულგარეთთან მატჩით დაასრულებს. შეხვედრა დღეს, 9 თებერვალს თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

8 თებერვალი
სლოვენია-საქართველო 89:56
14:6, 23:20, 33:12, 19:18
საქართველო: ამირხანაშვილი (9ქ, 6მ, 2პ), ლილუაშვილი (10ქ), ჯაყელი (2ქ), ქობალავა (2ქ, 4მ), აბულაძე (8ქ), დარახველიძე (22ქ, 7მ, 2პ, 2დ), პულუზაშვილი (3მ), ღურწკაია (1ქ), ლომთაძე (2ქ).







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული