ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში გია კაზანჯიანის შეგირდები ბულგარეთს დაუპირისპირდნენ და პირადი "რეკორდი" დაამყარეს 58 ქულა ჩააგდეს. მწვრთნელმა ამჯერად მხოლოდ 8 კალათბურთელი ათამაშა. მეტსაც გეტყვით, განაცხადში სულ 8 მოთამაშე შეიყვანა, თუმცა შეხვედრის სურათი წინა მატჩებისგან ბევრით არაფრით განსხვავდებოდა: მეტოქემ ფარქვეშ გვაჯობა (ბულგარელებმა
წინა მატჩისგან განსხვავებით ქართველმა კადეტებმა პერიმეტრიდან უკეთესად ისროლეს - 17-დან 6 სამქულიანი ჩააგდეს, მაგრამ ბულგარელებს ვერც ამ კომპონენტში აჯობეს (16-დან 6 სამიანი).
მატჩის ოქმის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, შეიძლება ისიც ითქვას, რომ არც ბულგარეთის ნაკრები წყვეტს ვარსკვლავებს. ეს არ ეხება მეათე ნომერ ალექსანდრ ვეზენკოვს, რომელიც თანატოლთა შორის მართლაც ვარსკვლავია. იგი საქართველოს ნაკრებთან მატჩში სამმაგი დუბლის ავტორი გახდა: 35 ქულა, 16 მოხსნა, 10 პასი. ერთი მისნაირი კალათბურთელი ჩვენს 16-წლამდელთა ნაკრებსაც დაამშვენებდა.
ქართველი კადეტები ტურნირში მეცხრე-მეთორმეტე ადგილებს თანაჯგუფელ ირანთან და A ჯგუფის ბოლო ორ გუნდთან, პუერტო რიკოსა და რუმინეთთან გაითამაშებენ: 11 თებერვალს პუერტო რიკოს დაუპირისპირდებიან, ხოლო ამ წყვილში გამარჯვებული მეცხრე ადგილისთვის ირანი-რუმინეთს შორის მოგებულს შეხვდება. წაგებულები მე-11 ადგილისთვის იბრძოლებენ.
9 თებერვალი
საქართველო-ბულგარეთი 58:84
24:27, 11:26, 12:14, 11:17
საქართველო: ამირხანაშვილი (12ქ, 3მ, 1პ), ლილუაშვილი (14ქ, 5პ, 1მ), ქობალავა (2ქ, 3მ), აბულაძე (9ქ, 3მ, 4პ), დარახველიძე (17ქ, 6მ, 1პ), ღურწკაია (1მ), ჭიხვარია (4ქ, 10მ, 2დ), ლომთაძე (1მ).
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ჩინეთი 5 5 0 426/281 10
2. საფრანგეთი 5 4 1 361/282 9
3. სლოვენია 5 3 2 359/343 8
4. ბულგარეთი 5 2 3 332/338 7
5. ირანი 5 1 4 271/323 6
6. საქართველო 5 0 5 250/432 5