კადეტებმა ბოლო მატჩი დამაჯერებლად მოიგეს

AutoSharing Option
შაბათის ნომერში კადეტების შესახებ დაწერილ სტატიას დავარქვით: "ბოლო თუ ბოლოსწინა?" საქმე ის იყო, რომ თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს მეთერთმეტე-მეთორმეტე ადგილების (სულ 12 ნაკრები თამაშობდა) განაწილება ირანელ თანატოლებთან უწევდა.

როგორც მატჩის ოქმიდან მიხვდებოდით, გია კაზანჯიანის შეგირდებმა ბოლო მატჩი დამაჯერებლად მოიგეს და ტურნირი მე-11 პოზიციაზე დაასრულეს.

ქართველებს ირანის წინააღმდეგ სანდრო ბოლქვაძე გაუძღვა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო. ვიცე-ბომბარდირი გახდა ზეზვა ლილუაშვილი - 17 ქულა.

ტურნირისა და კადეტთა ნაკრების შესახებ ამ კვირაში კიდევ დავწერთ...

თურქეთის 16-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი
საქართველო-ირანი 80:66
18:11, 22:20, 24:17,
16:18
საქართველო: ბოლქვაძე (26ქ), ამირხანაშვილი (12ქ), ლილუაშვილი (17ქ), ქობალავა (2ქ), აბულაძე (13ქ), დარახველიძე (9ქ, 11მ), ღურწკაია, ჭიხვარია, ლომთაძე.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული