U18. უკრაინა-საქართველო 71:72 - კიდევ ერთი საოცარი გამარჯვება

AutoSharing Option
კალათბურთი იმდენად დინამიკური თამაშია, იმდენად სწრაფად შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, რომ დიდ შემობრუნებასაც რთულია, საოცარი უწოდო. თუმცა, როდესაც ჯერ ჯგუფის ერთ ფავორიტს აღმოუფხვრი 15-ქულიან ჩამორჩენას, შემდეგ მეორეს, გამარჯვებას თამამად შეგვიძლია მოვარგოთ სიტყვა "საოცარი".

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ჭაბუკებმა ჯერ ინგლისი დაამარცხეს, გუშინ ღამით კი მანამდე წაუგებელ უკრაინას მინიმალური სხვაობით აჯობეს - 72:71.

მატჩის დასრულებას 7:34 წუთი უკლდა, როდესაც უკრაინელები ჰორობჩენკომ სამქულიანით 69:56 დააწინაურა. დარჩენილ დროში კი ქართველებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნეს და საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ლუკა ბულაშვილის მიერ ჩაგდებული ორი საჯარიმოს
წყალობით მეტოქეს მინიმალური სხვაობით აჯობეს.

ბოლო 7 წუთის ქრონოლოგია ჩვენს მკითხველს უთუოდ დააინტერესებს:

7:10 ბულაშვილი 2ქ (58:69)
06:14 ბითაძე 3ქ (61:69)
04:44 ბაბილოძე 2ქ (63:69)
03:31 ბაბილოძე 3ქ (66:69)
02:57 ბულაშვილი 2ქ (68:69)
01:49 ნიემტსუ 2ქ (68:71)
01:40 ბულაშვილი 2ქ (70:71)
00:03 ბულაშვილი 1+1ქ (72:71)

როგორც ხედავთ, 16:2 გაქცევაში ბულაშვილმა 8-ქულიანი წვლილი შეიტანა, ბაბილოძემ - 5-ქულიანი, ხოლო ბითაძემ - 3-ქულიანი.

ასეთი გამარჯვება, ცხადია, დიდად გასახარია, თუმცა კიდევ უფრო მეტი დატვირთვა აქვს - კალათბურთელებს თავდაჯერებას უორმაგებს.

ჩვენი 18-წლამდელები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება შეუძლიათ.

თუმცა ჯგუფიდან გასვლა ჯერაც არ აქვთ გარანტირებული. ყველაფერი დღევანდელ მატჩში გადაწყდება - 22:45 საათზე (თბილისის დროით) სლოვაკეთს დავუპირისპირდებით.

U18. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი
2 აგვისტო, სკოპიე (მაკედონია)
უკრაინა-საქართველო 71:72
20:19, 14:18, 27:14, 10:21
საქართველო: ლეონიძე (2პ), ბითაძე (5ქ, 5დ, 7მ), ბაბილოძე (14ქ, 5მ), ფიფია, დარბაიძე (7ქ, 5მ), კორსანტია (10ქ, 9მ), ცხოვრებოვი, ლოლიშვილი (5ქ, 5მ), ბულაშვილი (20ქ, 5პ), გვიანიძე (6ქ), აკობია (5ქ).

გუნდი თ მ წ ქ
1. საქართველო 4 4 0 8
2. სლოვაკეთი 4 3 1 7
3. უკრაინა 4 3 1 7
4. ინგლისი 4 1 3 5
5. შოტლანდია 4 1 3 5
6. ალბანეთი 4 0 4 4

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ადივზიონსი3 გუნდი გადმოდის
შოთა გუგეშაშვილი
13:57 03-08-2016
0
წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს
bebe
13:07 03-08-2016
0

სიახლეები პოპულარული