უკრაინას კადეტებიც ვერ შეწვდნენ

AutoSharing Option


ქართულ კალათბურთში უკრაინის კვირეულია, უფრო სწორად ორკვირეული: 16-18 ივლისს უკრაინელებს 18-წლამდელებმა უმასპინძლებს, 20 ივლისს კიევში კადეტთა ნაკრებმა ითამაშა, ხოლო 25-ში თბილისში საქართველოს და უკრაინის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

18-წლამდელებმა სამივე საკონტროლო მატჩი წააგეს. შედარებით უკეთესად ითამაშეს კადეტებმა, თუმცა კიევში მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ. მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა: სირენამდე 3 წუთით ადრე უკრაინელი 16-წლამდელები 3 ქულით იგებდნენ. ბოლო სამწუთეულში ქართველებმა თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხეს.

შეხვედრის მსვლელობაზე უფრო დეტალურად მთავარი მწვრთნელი, გია კაზანჯიანი მოგვითხრობს:

- შეხვედრა დაძაბული იყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.

თავიდან ჩამოვრჩით, თუმცა მეორე მეოთხედში უკრაინელებს წამოვეწიეთ. ბოლო პერიოდში თანაბარი თამაში გაჩაღდა, თუმცა საბოლოოგამარჯვება მეტოქეს დარჩა. ამის ერთ-ერთი მიზეზი საჯარიმოების რეალიზების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი იყო: 28 ცდიდან მხოლოდ 15 ჩავაგდეთ. ამასთან, ნიკა რამიშვილს და ლევან ლოლიშვილს არაერთი შორეული ტყორცნა გაუცუდდათ. პირველმა 6-დან 1 ჩააგდო, ხოლო მეორემ ხუთივე სამქულიანი ააცილა. უკრაინა ჩვენი დონის გუნდია. ისინი A დივიზიონიდან შარშან გავარდნენ. ჩვენი ნაკრები ნამგზავრი, გადაღლილი იყო და დარწმუნებული ვარ, მომდევნო მატჩში უკეთ ვითამაშებთ.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები. ამხანაგური მატჩი
20 ივლისი, კიევი
უკრაინა-საქართველო 72:60
22:15, 13:14, 21:14, 16:17
საქართველო: ბურჯანაძე (23ქ, 8მ), მიქელაძე (15ქ, 10პ), ცირეკიძე (5ქ. 6მ), კვანტალიანი (5ქ), რამიშვილი (5ქ), ნადირაძე (2ქ), ლილიშვილი (2ქ), გრძელიძე (2ქ), ანანიაშვილი
არ უთამაშიათ: გოგბაიძე, ცხაკაია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული