სუპერლიგა 2016/17. XXIV ტური: შეხლა-შემოხლა და "კაკტუსის" მოგება ბათუმში

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 24-ე ტური, რომელიც თბილისში 29 მარტს 2 მატჩით დაიწყო, 31 მარტს ბათუმსა და ქუთაისი გამართული შეხვედრებით დასრულდა.

იმერეთის მთავარ ქალაქში "ქუთაისთან" სათამაშოდ "რუსთავი" ჩავიდა. ქუთაისელებს მოგება ოფიციალურად უნაღდებდა რეგულარულ ჩემპიონატში მე-2 ადგილს და "რუსთავთან" ნახევარფინალურ სერიაში მოედნის უპირატესობას იღებდა. ასეც მოხდა - იმერულმა კლუბმა 87:77 დაამარცხა მეტოქე.

მასპინძლებს 28 ქულითა და 6 პასით გიორგი ცინცაძემ ულიდერა. 17 ქულა დააგროვა გიორგი ბარბაქაძემ, ხოლო ბექა ბექაურმა შეხვედრა 16 ქულით
დაასრულა. "რუსთავში" 16 ქულით ბომბარდირი გახდა მორის ბრიგსი, 14 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა ტომი სპანოლომ.

* * *
აჭარის დედაქალაქში ერთმანეთს პლეი ოფში გასასვლელად მებრძოლი "კაკტუსი" და ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი "ბათუმი" შეხვდნენ, რომელსაც მასპინძლის სტატუსმაც ვერ უშველა და ანგარიშით 85:92 დამარცხდა.

მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს, მატჩის მიწურულს ვითარებაც დაძაბეს, რასაც ერთ ეპიზოდში შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სუპერლიგის ოფიციალური საიტის ცნობით, მატჩის დასრულებამდე 3:19 წუთით ადრე, როცა "კაკტუსი" 85:75 იგებდა, მეტოქე გუნდების მოთამაშეებს - კაკტუსელ დავით ლომიძესა და ბათუმელ კახა ჯინჭარაძეს შორის მოედანზე კონფლიქტი მოხდა, რომელიც შეკამათებით დაიწყო და კინკლაობაში გადაიზარდა. მატჩი მსაჯებმა შეაჩერეს და ვითარების განმუხტვაში დაცვის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.

ტრიბუნიდან მოედანზე ჩავიდა ვეტერანი კალათბურთელი ვახტანგ ნაცვლიშვილი, რომელიც "დინამოს" პრეზიდენტია და ბათუმში საგულშემატკივროდ იყო ჩასული. ნაცვლიშვილი ითხოვდა ბათუმელი კახა ჯინჭარაძის ტექნიკური ჯარიმით დასჯას, რამაც ადგილობრივ გულშემატკივართა რეაქცია გამოიწვია. რამდენიმე მათგანი მოედანზეც ჩავიდა და ვითარება დაიძაბა, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა კონფლიქტის განმუხტვა მალევე მოახერხეს.

საბოლოოდ "კაკტუსმა" მოიგო და ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. გამარჯვებულებს 24 ქულით და 13 მოხსნით ტერიკ ბრიჯმენმა ულიდერა. 23 ქულადა 9 პასი ბექა ჩიკვილაძემ მოაგროვა. 17 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა ჯონ ფლოვიესის ანგრიშზე. "ბათუმში" 26 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო იგორ კრივცოვი, ბესო ლეჟავას ანგარიშზე კი 22 ქულა და 7 პასი დაგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინ ეკითხება მოწინააღმდეგე გუნდის პრეზიდენტს ტექნიკურ ჯარინას მიცემს თუ არა მსაჯი?
რა უბედურებაა? ყველგან დინამო დინამო. ყველას დინამოს წინააღმდეგ რო აქვს პრეტენზია ფედერაცია ვერ ხედავს ნეტა?
გახდება დინამო ჩემპიონი ნუ ნერვიულობთ დამშვიდდით
george
12:58 01-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული