33:17, 23:14, 26:24, 26:18
ქუთაისი: ფაშაევი (12), ბაბუნაშვილი (12), დიდია (9), ცეკვავა (20), დ.ბარბაქაძე (16), ტუკვაძე (5), ცირეკიძე (2), ლომინაშვილი (11), გ.ბარბაქაძე (15), კუჭავა (1), კოღუაშვილი, ქორიძე (5)
დინამო: ბაქრაძე (12), სანაძე (16), მარხვაშვილი (13), კეიდია (10), სუხიშვილი (9), ლეჟავა (4), ლომიძე, ალხანაიძე (5), მეხრიშვილი, ჯანგველაძე (4)
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ ანდღულაძე
დუდუ დადიანის მემორიალის წლევანდელმა გამარჯვებულმა "ქუთაისმა" საკუთარ დარბაზში თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ზედმეტი ძალების დაუხარჯვად 35 ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.
მალხაზ კოხრეიძის შეგირდები, რომ ბრწყინვალე ფორმაში არიან
იმერლებს ძირითადის ცენტრი რიჩარდ მათიაშვილი აკლდათ, რომელსაც ბებია გარდაეცვალა და ამ მიზეზით ტოვებდა შეხვედრას, თუმცა "ქუთაისმა მის გარეშეც შესანიშნავად ითამაშა და დარბაზში შეკრებილი 800-მდე ქომაგი შინ გახარებული გაისტუმრა. ქუთაისელთაგან ათქულიან ზღვარს ექვსი კალათბურთელი გადასცდა. ყველაზე შედეგიანი გიორგი ცეკვავა იყო, რომელმაც მოედანზე 33:44 წუთი დაჰყო.
ამ ხნის განმავლობაში მან 7-დან 4 სამქულიანი, 9-დან 3 ორქულიანი, 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო და 20 ქულა მოაგროვა. შედეგიანად გაისარჯნენ ძმები დავით (16ქ.) და გიგი (15ქ.) ბარბაქაძეები. ისინი ჩვეულებისამებრ ეფექტური თამაშით გამოირჩეოდნენ და ლამაზი კომბინაციებითა თუ ჩატენვებით ტრიბუნებზე შეკრებილი ხალხი რამდენჯერმე აღაფრთოვანეს.
აქვე უნდა ითქვას, რომ გიგი ბარბაქაძემ სამი სამქულიანი ისროლა და კალათში სამივე მოათავსა. იგივე შედეგი გაიმეორა რევაზ დიდიამაც, რომელმაც ცხრავე ქულა ზუსტი სამქულაინებით მოიპოვა. საშუალო დისტანციიდან კარგად ისროდა ქუთაისელთა აზერბაიჯანელი ლეგიონერი ზაურ ფაშაევი, რომელმაც, საბოლოოდ 12 ქულას მოუყარა თავი.
რაც შეეხებათ სტუმრებს, მათგან საუკეთესო დუდა სანაძე იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 16 ქულა შესძინა. პირველი ტაიმი ქუთათურებმა 56: 31 მოიგეს. მეორე ნახევარში მალხაზ კოხრეიძემ რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი დაასვენა და თამაშში სათადარიგოები ჩართო, თუმცა მასპინძლებს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"