არმია-თსსუ 95:45 - დებიუტანტის ორმაგი დუბლი

AutoSharing Option
ქვეყნის ორგზის ჩემპიონს, თასისა და სუპერთასის მფლობელ "არმიას" 7 ნოემბერს ევროჩელენჯზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის: ისრაელის ქალაქ ჰოლონის "ჰაპოელთან" ჯგუფური ტურნირის სასტარტო ორთაბრძოლას გამართავს. ამიტომ არმიელებს მთელი ყურადღება იმ პაექრობისკენ ჰქონდათ მიპყრობილი და თსსუ-სთან შეხვედრა, ფაქტობრივად, ჰოლონელებთან მატჩისთვის მოსამზადებლად გამოიყენეს - რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი გამოსცადეს, ძირითადი მოთამაშეები - ძმები ბოისები დაასვენეს; სამაგიეროდ, მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განაცხადში გუნდის კაპიტანი ბაბიაშვილი და ახალწვეული ჯგერენაია შეიყვანა, რომელმაც დებიუტი ორმაგი დუბლით (10 ქულა, 11 მოხსნა) აღნიშნა.

საგულისხმოა, რომ ჩემპიონთა თორმეტივე მოთამაშემ ამ მატჩში ქულები
მოინაგრა, სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა კი ამ სეზონში ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა და დიდი ანგარიშითაც დამარცხდა - 45:95.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კოტე ტუღუშმა თქვა, რომ გუნდის წევრებთან ერთად ნახეს და გააანალიზეს "ჰაპოელის" თამაში, იციან მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები და 7 ნოემბრის მატჩს სწორედ იმ ტაქტიკით ითამაშებენ, რომელიც "არმიას" გამარჯვებას მოუტანს.

თსსუ-ს მთავარმა მწვრთნელმა კახა შენგელიამ კი ის აღნიშნა, რომ ზედ ჩემპიონატის წინ გუნდიდან ერთბაშად 4 მოთამაშე წავიდა, რამაც საგრძნობლად დაასუსტა მომავალი მედიკოსები; მზადებაც გვიან დაიწყეს და შეთამაშება ვერ მოასწრეს. მომდევნო შეხვედრებში თსსუ უფრო ანგარიშგასაწევი ძალა იქნებაო, დასძინა.

არმია - თსსუ 95:45
(30:15, 26:11, 22:10, 19:9)
"არმია": საყვარელიძე - 13, მილაჟი - 12, შელბომი, ჯგერენაია, ფარულავა - 10-10;
თსსუ: გ. რევაზიშვილი - 14, ტუკვაძე - 9 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული