როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი საინტერესო გამოდგა. ორივე გუნდს სურდა, პირველი გამარჯვება მოეპოვებინა და საამისოდ მაქსიმუმი გაიღეს.
შეხვედრის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი მეოთხედი ტექნიკოსებმა 19:15 მოიგეს, თუმცა მეორე ათწუთეული 7 ქულით დათმეს და დიდ შესვენებაზე სოხუმელები 3-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ - 37:34.
მესამე პერიოდში სოხუმელთა ცენტრი ვახტანგ ქადარია გააქტიურდა, რომელსაც უკანახაზელი ირაკლი ჩლაიძეც
დარჩენილ 10 წუთში ზურაბ ტომარაძე და მისი გუნდის წევრები ბევრს ეცადნენ, მაგრამ "სოხუმთან" მიახლოება ვეღარ მოახერხეს. კვარაცხელიას გუნდმა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო სტუ-სთვის მოგების გემო ჯერაც უცხოა. 75:86 "სოხუმის" სასარგებლოდ.
"სოხუმის" შემადგენლობაში 24 ქულით საუკეთესო ირაკლი ჩლაიძე გახდა, ხოლო ქადარიამ 19 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. სტუ-ში 17 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო გიორგი პირველაშვილი იყო, 12 ქულით დაასრულა შეხვედრა ვაჟა ჯანაშიამ, ხოლო გიგა კვეტენაძემ 11 მოინაგრა.
სუპელიგის მე-8 ტური 7 და 8 დეკემბერს, რუსთავსა და თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): "კალენდრის მიხედვით, ეს ჩვენი მეხუთე თამაში იყო და უნდა მოგვეგო, სხვა გზა არ გვქონდა, ეს მოგება ფსიქოლოგიურად ძალიან გვჭირდებოდა. ვიცოდით, რომ ძნელი იქნებოდა მაგრამ გამარჯვება საჭირო იყო".
გია ტეტელაშვილი (სტუ): "პირველ რიგში მივულოცავ ,,სოხუმს", ჩვენ ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, თუმცა მეტოქე გუნდი ვერ შევაფასეთ სათანადოდ, რაც შედეგზეც აისახა. საჯარიმოების პროცენტულობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ის არის, რომ სტუ-ს სავარჯიშო დარბაზში არასათანადო ფარებია".
ირაკლი ჩლაიძე (სოხუმი): "ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის, ბიჭებმა ძალიან მოვინდომეთ. დიდი მადლობა მთავარ მწვრთნელს, ჩვენი მხრივ შევასრულეთ მოცემული დავალებები და შესაბამისად შედეგიც მივიღეთ".
გიგა კვეტენაძე (სტუ): "მოსაგებად ვიბრძოლეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა. დღევანდელ მატჩში ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც სამომავლოდ აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ".
superleague.ge