არმიელმა გიორგი ჯგერენაიამ და მიხეილ ბერიშვილმა რამდენიმე ბურთი ისე მოხდენილად ჩატენეს, მთლიანი მატჩის ფასად ღირდა.
გამარჯვებულის გამოცნობას დიდი მარჩიელობა არ სჭირდებოდა, რადგან "არმიას" მიმდინარე სეზონში ყველა მოგება ჰქონდა, "მაკაბის" კი - არც ერთი. არმიელებმა ისარგებლეს შედარებით სუსტი მეტოქით და 18-წლამდელთა გუნდიდან 2 ახალგაზრდა ათამაშეს - თორნიკე გაგუა და გიორგი ქავთარაძე, რომლებმაც კარიერაში პირველი შეხვედრა ჩაატარეს სუპერლიგაში.
რაც შეეხება მატჩს, პირველი ტაიმის შემდეგ არმიელთა სასარგებლოდ სხვაობა 30 ქულას
საბოლოოდ არმიელებმა 116:72 მოიგეს და სუპერლიგის ლიდერობა გაიმყარეს. 4 მატჩიდან ქულათა მაქსიმუმით არმიელები ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობენ. მატჩის ბომბარდირი 31 ქულით მაკაბელი ლევან რევაზაშვილი გახდა,გამარჯვებულებს კი 23 ქულით გიორგი შარაბიძემ ულიდერა, რომელმაც ცენტრის კვალობაზე საკმაოდ ბევრი - 4 სამქულიანი ჩააგდო. 18 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა გიორგი ჯგერენაიას, ხოლო ბექა წივწივაძემ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.
მორიგი ტური 13 ნოემბერს გაიმართება. სპორტის სასახლე 3 მატჩს უმასპინძლებს.
09.11.13, 18:00
მაკაბი-არმია 72:116
მაკაბი 15 17 20 20
არმია 34 28 28 26
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
ჯამლეტ ხუხაშვილი ("მაკაბის" მთავარი მწვრთნელი): "ვულოცავ მორიგ გამარჯვებას არმიას, რაშიც ეჭვი არც არავის ეპარებოდა. "არმია" ძლიერი გუნდია და ბუნებრივია მას მეტი მოეთხოება მაგრამ უნდა ვთქვა რომ ჩვენს შორის უფრო ნაკლები სხვაობაა, ვიდრე ეს ანგარიშიდან ჩანს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გვაქვს დანაკლისი გიორგი რევაზაშვილის სახით. ასევე დღეს ვერ დაგვეხმარა მაიზერ რევაზაშვილი. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის მიზანი რევაზაშვილებისა და ფერიაშვილის გაზრდაა. ლევან რევაზაშვილმა დღეს 31 ქულა მოაგრვა და ტურის ლიდერი გახდა. რაც შეეხება ფერიაშვილს ის დღეს ძალიან სუსტად გამოიყურებიდა. იმედია იანვრის მერე შევძლებთ ერთი ძლიერი კალათბურთელით გაძლიერებას და გიორგი რევაზაშვილიც შემოგვიერთდება".
კოტე ტუღუში ("არმიის" მთავარი მწვრთნელი): "დღევანდელ მატჩში გვაკლდა რამდენიმე მოთამაშე, თუმცა ვფიქრობ მაკაბის უფრო დიდი დანაკლისი ჰქონდა ვიდრე ჩვენ. წარმატებას ვუსურვებ ბატონ ჯამლეტს და თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას. ასევე აღვიშნავ ჩვენ გუნდში ახალგაზარდა მოთამაშეების, თორნიკე გაგუასა და გიორგი ქავთარაძის თამაშს, რომელებიც არმიის 18-წლამდელთა გუნდში ასპარეზობენ. წარმატებას ვუსურვებ ამ ბიჭებს".
ლევან რევაზაშვილი (მაკაბი): "ვულოცავ არმიას გამარჯვებას, რა შეეხება ჩვენს გუნდს, გიორგი ფერიაშვილი არ იყო სათანადო ფორმაში და მთლიანობაში ვერც გუნდმა ვითამაშეთ კარგად. მომავალ მატჩებში უფრო მონდომებით უნდა ვიასპარეზოთ".
თორნიკე გაგუა (არმია): "ჩემთვის პირველი თამაში იყო სუპერლიგაში, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ბიჭების დახმარებით მაინც კარგად ვიასპარეზე".
გიორგი ქავთარაძე (არმია): "ნამდვილად გავიჭირდა თამაში, პირველად ვიასპარეზეთ უმაღლეს ლიგაში და რაც შეგევძლო გავაკეთეთ. მოწინააღმდეგე გუნდს წარმატებას ვუსურვებ".
წყარო: superleague.ge