სუპერლიგა 2013/14. V ტური: აკაკი, იმერეთი...

AutoSharing Option
სპორტის სასახლეში 13 ნოემბერს სამი მატჩი გაიმართა, რომელთაგან ორში მეორე ტაიმი ფორმალური ხასიათისა იყო, ხოლო "შსს აკადემიისა" და "ქუთაისის" დაპირისპირებაში, აკაკი დვალიშვილის წინამძღოლობით, დაძაბულ ბრძოლაში იმერლებმა იმარჯვეს.

გადამწყვეტი. მე-14 წუთამდე "ოლიმპი" "არმიას" მეტ-ნაკლებად უძალიანდებოდა, მომდევნო 10 წუთში კი 6:32 წააგო და მესამე პერიოდისთვის არმიელთა უპირატესობამ +35 ქულას მიაღწია.

სტატისტიკა არ ტყუის. "მოხსნებში მეტოქე 62:38 რომ გაჯობებს, რომელ მოგებაზე უნდა ილაპარაკო?!" - თქვა ნამატჩევს "ოლიმპის" თავკაცმა დავით თორთლაძემ.

Sportall.Geგამორჩეული. გამოცდილმა ზვიად ბაბიაშვილმა 15 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. 9-დან 7 მოხსნა
მან მეტოქის ფარზე მიითვალა.

გადამწყვეტი. მეოთხე პერიოდის დასაწყისში ლომინაშვილი-დიდია-დვალიშვილის ტრიოს ქულებით "ქუთაისი" 8:0 გაიქცა და 61:49 დაწინაურდა. ამის შემდეგ შსს-ს თამაშის შემოტრიალებისთვის ძალა აღარ ეყო.

სტატისტიკა არ ტყუის. მატჩის წინ აკადემიელთა მწვრთნელმა დრაგან პეტრიჩევიჩმა თქვა: სწრაფი თამაში იქნება და ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, ის მოიგებსო.

მისმა გუნდმა 13 შეცდომა დაუშვა, მეტოქემ - 17, მაგრამ მოწინააღმდეგის დაკარგვებით უკეთესად ისარგებლეს ქუთათურებმა და 16 ქულა ჩააგდეს.

Sportall.Geმაშინ, როცა შსს-მ იმერელთა შეცდომებით მხოლოდ 8 ქულა "გამოადნო".

გამორჩეული. აკაკი დვალიშვილი შეუჩერებელი იყო. იგი შორი დისტანციიდანაც ზუსტად სტყორცნიდა და ფარქვეშიდანაც, 12-დან 10 ორქულიანი გამოიყენა და 22 ქულამდე ავიდა.
გადამწყვეტი. 10 წუთის შემდეგ "დინამო" უკვე 27:9-ს იგებდა...

სტატისტიკა არ ტყუის. დინამოელებმა 10 სამქულიანი გამოიყენეს, მაქაბელებმა - 0...

გამორჩეული. ორმაგი დუბლი შეასრულა ფერიაშვილმა (21 ქულა, 11 მოხსნა), ხოლო ვიცე-ბომბარდირი პესიჩი გახდა - 20 წუთში ამდენივე ქულა...

14 ნოემბერს ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში გაიმართება. ზღვისპირელები "სოხუმს" მიიღებენ.

Sportall.Geსატურნირო ცხრილი
ა გ თ მ წ სხ ქ
1. არმია 5 5 0 429/311 10
2. ქუთაისი 5 4 1 458/344 9
3. დინამო 4 4 0 357/279 8
4. შსს აკადემია 4 2 2 291/287 6
5. ბათუმი-რსუ 4 2 2 346/337 6
6. ოლიმპი 4 1 3 314/345 5
7. მაქაბი 5 0 5 344/511 5
8. რუსთავი 4 0 4 224/351 4
9. სოხუმი 3 1 2 198/196 4

გურამ დოლენჯაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული