"ოლიმპმა", რომელსაც ტრავმის გამო 3 უკანახაზელი აკლდა, დიდი შეუპოვრობა გამოიჩინა და სოლიდური ჩამორჩენა მესამე მეოთხედშივე აღმოფხვრა.
თავის მხრივ, "აკადემიასაც" აკლდა წამყვანი მოთამაშე. ბექა დარახველიძემ ფეხის ტრავმის გამო ვერ ითამაშა, თუმცა გელა წულაძის გუნდს ბოლო წუთებამდე არ გასჭირვებია.
პირველი მეოთხედი აკადემიელებმა 14:10 მოიგეს, დიდ შესვენებაზე კი ოლიმპელებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს.
მესამე პერიოდი ემოციებით სავსე გამოდგა. "აკადემიამ"
ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა. აკადემიელები ბოლოსწინა წუთამდე ლიდერობდნენ, თუმცა ზაზა ცაგარეიშვილის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა, ნოდარ გოგოძისა და თემურ ფხაკაძის წინამძღოლობით, ბოლო წუთისთვის 4-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს.
აკადემიელებმა საკვანძო მომენტში ბურთები ააცილეს და წასაგებად გაიწირნენ - 64:56 "ოლიმპის" სასარგებლოდ.
24 მოგებითა და 15 მოხსნით "ოლიმპში" საუკეთესო თემურ ფხაკაძე იყო. ბექა ნადირაძემ ოლიმპელებს 18 ქულა მიაშველა. "აკადემიაში" 19 ქულით საუკეთესო ნიკა ღურწკაია გახდა, 17 ქულით დაასრულა შეხვედრა ნიკა ამირხანაშვილმა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ზაზა ცაგარეიშვილი ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი):
"ტრავმის გამო 3 უკანახაზელი გვაკლდა. ამან სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა.
მესამე პერიოდში 14 ქულით ჩამოვრჩით და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩამორჩენის აღმოფხვრა დროულად მოვახერხეთ და ბოლო მეოთხედში გამარჯვებამდე მივედით.
ეს მატჩი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო იყო და სასიამოვნოა, რომ გამარჯვების მოპოვება მოვახერხეთ".
გელა წულაძე ("აკადემიის" მთავარი მწვრთნელი):
”მეტოქემ ჩვენს ფარზე 26 ბურთი მოხსნა, რაც ძალიან ბევრია და ასეთ პირობებში გამარჯვებაზე საუბარი ზედმეტია.
მიუხედავად ამისა, მოგების შანსს ბოლომდე ვინარჩუნებდით და წარმატებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი გუნდის წევრებმა შესაბამისი ბრძოლისუნარიანობა ვერ გამოავლინეს და დასანანი მარცხი განვიცადეთ”.
წყარო: u-20.ge