სუპერლიგა. XIV ტური: დინამიადა დასრულდა

AutoSharing Option
სუპერლიგის მიმდინარე გათამაშების ყოველი ტური საინტერესო ამბებითაა დატვირთული. არც მეორე წრის ბოლო მატჩები გამოდგა გამონაკლისი:

ვიხილეთ რამდენიმე ახალი სახე და განახლებული გუნდი. დამყარდა სუპერლიგის წლევანდელი სეზონის რეკორდი - აკადემიელმა ბრიგსმა 44 ქულა ჩააგდო.

დასრულდა დინამიადა...

9 იანვარი, თბილისი
სოხუმი-ბათუმი 73:74
21:22, 22:20, 20:15, 10:17
სოხუმი: მილერი (12ქ, 3პ, 3ჩ), სმიტი (2ქ), გივი ბაქრაძე (8ქ, 3პ), გლოვერი (8ქ, 7მ), ალხანაიძე (2ქ), კვეტენაძე (5ქ), ათუაშვილი (4ქ, 6მ), ფაცაცია (29ქ, 9მ, 2დ), მირზიაშვილი (3ქ).
ბათუმი: ბ. ლეჟავა (5ქ, 8პ, 3ჩ), მიქელაძე (1ქ, 3პ), სტეფანიშინი
(23ქ, 7მ, 5პ), ლ. რევაზაშვილი (6ქ), თენიეშვილი, რამიშვილი (3ქ, 3პ), კრივცოვი (14ქ, 7მ), დვალიშვილი (20ქ, 11მ), ფერიაშვილი, მაისურაძე (2ქ).

ტურის ყველაზე დრამატული შეხვედრა შაბათ დილას გაიმართა. ზღვისპირულ დერბიში ფაცაციას ეფექტური თამაშის წყალობით სოხუმელები მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ იყვნენ. მეტად თვალსასეირო სანახავი იყო მათი სწრაფი იერიშები, მილერი კონტრშეტევაზე ზოგჯერ ისე სწრაფად გადადიოდა, კაცი თვალის მიყოლებას ვერ მოასწრებდა.

დაიწყო მეოთხე პერიოდი და ათამაშდა "ბათუმი", რომელმაც "სოხუმს" ტემპი დაუგდო და საკუთარი თამაში შემოახვია თავს. თუმცა გამარჯვებასთან უფრო ახლოს მაინც სოხუმელები იყვნენ: მათი ბოლო 2 ქულა საჯარიმოს ხაზიდან ფაცაციამ ჩააგდო და მატჩის გმირიც გახდებოდა, რომ არა ბათუმელების ბოლო წამზე შესრულებული ტყორცნა...

...72:73 ჩამორჩენილი აჭარლები მატჩის დასრულებამდე 13 წამით ადრე ბოლო შეტევაზე გადავიდნენ. სირენამდე 5 წამით ადრე დვალიშვილმა ორქულიანი ააცილა, ბურთი მისმა თანაგუნდელმა ლეჟავამ მოხსნა და მანაც ააცილა, თუმცა ბურთს ფართან ისევ დვალიშვილი მისწვდა და კალათში ჩააბრუნა - 74:73 "ბათუმის" სასარგებლოდ.

- ბრწყინვალე თამაში იყო, დაძაბულობით აღსავსე. მსაჯობა იდეალური იყო. ჩვენს გუნდს ერთი ავადმყოფობდა სჭირს: მთელი თამაში წინ ვართ და ბოლო წამებზე ვაგებთ. მომდევნო შეხვედრებში ვეცდებით სიტუაციის გამოსწორებას. დღეს ვერ გავრისკე, რომ ახალწვეული სმიტი სრულად დატვირთვით მეთამაშებინა, - აღნიშნა "სოხუმის" მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ.

9 იანვარი, თბილისი
დინამო-ქუთაისი 68:79
15:21, 18:25, 16:11, 19:22
დინამო: შარაბიძე (14ქ, 7მ, 3პ), ლონდარიძე (6ქ, 7მ), მაჩალაძე (4ქ), შვანგირაძე (6მ), ზაქრაძე (2ქ), ბერიშვილი (10ქ, 7მ, 3პ), გოგოძე (11ქ), მაკალპი (21ქ, 8მ).
ქუთაისი: ბოისა (3ქ, 5მ), ფაშაევი (5ქ, 11პ), ბაბუნაშვილი (8ქ), ქადარია (3ქ, 5მ), ცეკვავა, ბრიტონი (6ქ, 5მ), დ. ბარბაქაძე (19ქ, 5მ), გ. ბარბაქაძე (16ქ, 5მ), მათიაშვილი (8ქ, 4პ), ბექაური (11ქ, 5მ, 3პ).

თბილისის "დინამომ" ხუთმატჩიანი მოგებათა სერია "ქუთაისთან" შეხვედრაში შეწყვიტა. არადა, მოგების შემთხვევაში დინამოელები სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლებდნენ. მათ ითამაშეს ლეგიონერ უილიამსის გარეშე, რომელიც პირველლიგურ "კაკტუსში" გადავიდა.

"ქუთაისთან" მატჩში აშკარად გამოჩნდა, რომ დინამოელებს მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვთ. იმერლებმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს, პირველი წუთიდან ბოლომდე სტაბილურად ითამაშეს.დინამოელები წამოეწეოდნენ თუ არა, სამქულიანით ინარჩუნებდნენ უპირატესობას.

გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს ძმებმა ბარბაქაძეებმა, რომლებმაც ერთობლივად 35 ქულა ჩააგდეს.

- მე-2 წრეში "დინამო" წაუგებელი იყო და ჩვენ იგი შევაჩერეთ. ცხრილში მეზობლად ვიყავით და ახლა მოგება-წაგება გაგვითანაბრდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სანახაობრივი და დაძაბული სუპერლიგა გვაქვს. ჩვენი გუნდისთვის ეს მოგება სტიმული იქნება ქორქია-საკანდელიძის მემორიალის წინ, რომელიც სამშაბათს ქუთაისში დაიწყება, - აღნიშნა "ქუთაისის" მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა.

9 იანვარი, თბილისი
აკადემია-მგზავრები 87:91
22:20, 22:17, 18:17, 25:27
აკადემია: თევდორაშვილი (2ქ), ბრიგსი (44ქ, 5მ), ს. ლეჟავა (7ქ), კოკა ტომარაძე (6ქ, 3პ), ბოქოლიშვილი (5ქ, 4პ), დარახველიძე, გოგნაძე (4ქ, 5მ), ლომოური (6ქ), მარეი (5ქ, 4პ, 3ჩ, 7მ), დარბაიძე, კრისევიჩი (8ქ).
მგზავრები: ჯინჭარაძე (18ქ, 4პ), გრძელიძე (15ქ, 7მ, 3პ), ცირეკიძე (7ქ), ლომინაშვილი (17ქ), ტერი (5ქ, 10მ, 4პ), ქავთარაძე, ორმოცაძე (5მ), მერფი (27ქ, 13მ), უილიამსი (2ქ).

დინამოელთა მსგავსად, "მგზავრებიც" ბოლო დროს თამაშს თამაშზე იგებენ. მართალია, მათ საწყის სამ პერიოდში ვერ მოახერხეს უპირატესობის მოპოვება, მაგრამ მეოთხე პერიოდში, გადამწყვეტ მომენტში "აკადემიაზე" მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და გაიმარჯვეს კიდეც.

შეხვედრის შედეგზე დიდი გავლენა იქონია ერთმა ეპიზოდმა: კრისევიჩი "მგზავრების" ფარქვეშ შეიჭრა და იმის ნაცვლად, რომ თანაგუნდელებისთვის ორი ქულა მოეტანა, ბურთი ვერ ჩააგდო და მეტოქეზე არასპორტულად დაჯარიმდა...

გელა წულაძე ("აკადემიის" მთავარი მწვრთნელი):
- დასანანი თამაში წავაგეთ. თუ სტატისტიკას გადაავლებთ თვალს, 30 ჯარიმა ვისროლეთ და მხოლოდ 14 ჩავაგდეთ, საბოლოოდ კი 4 ქულით წავაგეთ. ეს საოცრებაა: ვიბრძვით მთელი თამაში და მაინც ვაგებთ. ბრძოლას გავაგრძელებთ და ადვილად არაფერს დავთმობთ.

9 იანვარი, თბილისი
რუსთავი-ოლიმპი 75:82
12:28, 17:23, 25:13, 21:18
რუსთავი: გამყრელიძე (6პ), აბაიშვილი (5ქ), ჩაჩანიძე (9ქ, 3პ), ტურპინი (19ქ, 24მ, 2დ), ჭოჭუა (12ქ, 2დ), გაჩეშა (23ქ, 12მ), კაელსი (4ქ, 2დ), ადედირანი (3ქ).
ოლიმპი: ბაინუმი (34ქ, 3ჩ), აბულაძე (9ქ, 5მ, 6პ, 3ჩ), როგავა (30ქ, 4პ), გეგი ბაქრაძე (2ქ, 6მ), დიდია (2ქ, 5მ), კახა ტომარაძე, გუგეშაშვილი (2ქ), კოსენკოვი (3ქ).

"რუსთავსა" და "ოლიმპში" პირველი წრის შემდეგ სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. ორივეს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს: "რუსთავი" მიხეილ ბერუაშვილმა დატოვა, ხოლო "ოლიმპი" - გია კაზანჯიანმა. ოლიმპელები შაბათის მატჩში ირაკლი მაისურაძემ გაიყვანა, თუმცა ახალი მთავარი მწვრთნელი შეხვედრას ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს. ეს გახლავთ უკრაინელი სპეციალისტი ლეონიდ ივატინი.

"ოლიმპელებმა" პირველი ტაიმი მართლაც შესანიშნავად ჩაატარეს და 51:29 მოიგეს, რაც საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

- ძალიან რთული შეხვედრა მოვიგეთ. გუნდიდან წავიდნენ მთავარი მწვრთნელი, მენეჯერი და 5 წამყვანი მოთამაშე. თუნდაც ამის გათვალისწინებით, ფსიქოლოგიურად ძნელი იყო, მაგრამ სასიამონოა, რომ თამაში მოვიგეთ, - აღნიშნა "ოლიმპის" მწვრთნელმა ირაკლი მაისურაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული