ქუთაისი-ოლიმპი 83:64 - მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვება

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-6 ტური 22 ნოემბერს ქუთაისსა და ბათუმში დაიწყო. იმერული გუნდმა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში 5-დან 4 გამარჯვება მოიპოვა და ლიდერთა შორისაა, "ოლიმპს" უმასპინძლა და მორიგი 2 ქულა მოიპოვა.

მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა დავით თორთლაძის გუნდს 19 ქულის სხვაობით - 86:67 მოუგეს.

დისკვალიფიცირებული რიჩარდ მათიაშვილის გარეშე ოლიმპელები თითქმის უშანსოდ იყვნენ და ეს მატჩის მსვლელობამ, ბოლოს კი შედეგმაც დაადასტურა. ქუთაისლებმა პირველი მეოთხედი 21:8 მოიგეს და ცხადყვეს, რომ საკუთარ გულშემატკივრებს სანერვიულოს არ მისცემდნენ.

მართალია, მეორე პერიოდი "ოლიმპმა" 2 ქულით მოიგო, თუმცა დიდი შესვენების
შემდეგ მასპინძლებმა თამაში დაალაგეს და საკუთარ უპირატესობას სოლიდური სახე მისცეს.

"ქუთაისის" რუსთაველი წევრების - აკაკი დვალიშვილისა და გოგა ცეკვავას წინამძღოლობით მასპინძლებმა ბოლო პერიოდის წინ 19-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და მატჩის ბედი გაარკვიეს.

ბოლო მეოთხედი ქულუხვი გამოდგა - ორივე გუნდმა 30-30 ქულა ჩააგდო, რითაც ინტრიგამოკლებულ მატჩს ლაზათი შემატა.

დვალიშვილმა საბოლოოდ ორმაგი დუბლი შეასრულა - 18 ქულა, 14 მოხსნა. ცეკვავამ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა, ავთანდილ ლომინაშვილის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.

"ოლიმპში" 14 ქულით ბომბარდირი ნოდარ გოგოძე გახდა, ხოლო რევაზ ათანელიშვილმა პირად ანგარიშზე ორმაგი დუბლი - 11 ქულა, 12 მოხსნა - ჩაიწერა. 11 ქულა დააგროვა ოლიმპელთა 21 წლის ახალბედა ირაკლი ლომიძემაც.

მატჩისშემდგომი კომენტარები
მედეა მხეიძე ("ქუთაისის'' მწვრთნელი):
"პირველ რიგში, მივულოცავ ჩვენს გულშემატკივარს დღევანდელ გამარჯვებას. სხვაობა საკმაოდ დიდი ჩანს, თუმცა რეალურად საკმაოდ დაძაბული თამაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ "ოლიმპს'' ძირითადი ლიდერი არ ჰყავს, ამ შემადგენლობით მაინც სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია.

ჩვენმა გუნდმა სწრაფი კალათბურთი ითამაშა, თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და ნაადრევად მოდუნდა. თუმცა მოვახერხეთ თამაშის შემოტრიალება და ბოლო, დასკვნითი პერიოდი სტაბილურად ჩავამთავრეთ.

საჯარიმოებში ძალიან ცუდი მაჩვენებელი გვქონდა და პერიმეტრიდან ბევრი ჩასაგდები ბურთი ვერ ჩავაგდეთ".


დავით თორთლაძე ("ოლიმპის'' მთავარი მწვრთნელი):
"პირველი ათწუთეული ცუდად დავიწყეთ, 14 ქულით ჩამოვრჩით, შემდეგ შედარებით თანაბარი თამაში მიდიოდა, თუმცა მაინც უშანსოდ ვიყავით, ამიტომ ამ შეხვედრაში ახალგაზრდები დავტვირთე. შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა".

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული