მატჩის გადადების მიზეზი თბილისის სპორტის სასახლეში ტრანსფორმატორის გადაწვა გახდა. მისი აღდგენითი სამუშაოებისთვის გარკვეული დროა საჭირო.
ასევე არ ჩატარდება სპორტის სასახლეში გასამართი თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები.
მეორე წრის პირველი ტურის კიდევ ერთი შეხვედრა კი 1-ელ თებერვალს 14:00 საათზე რუსთავში გაიმართება, სადაც ადგილობრივი გუნდი "არმიას" უმასპინძლებს.
წყარო: superleague.ge