მაკაბი-ქუთაისი 52:91 - დაუნდობელი გუნდური თამაში

AutoSharing Option
წინა ტურში რუსთავში განცდილი მარცხის შემდეგ ქუთაისელები რომ "მაკაბს" დაამარცხებდნენ, ეჭვს არ იწვევდა. მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა თბილისში მაკაბელები არ დაინდო და 39-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა - 91:52.

მაკაბელებმა თამაში 3 ძმა რევაზაშვილით - გიორგით, ლევანით და მაიზერით დაიწყეს, რომლებიც ხუთეულში გიორგი ტეტელაშვილმა და გიორგი ფერიაშვილმა შეავსეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდს სიმაღლე არ აკლდა, ქუთაისლები სწრაფი და გააზრებული თამაშით მეტოქეს სჯაბნიდნენ და პირველი პერიოდი 24:12 მოიგეს.

ვითარება არც შემდეგ შეცვლილა - დავით ბარბაქაძის, ზაურ ფაშაევის და ავთანდილ ლომინაშვილის
მექულეობით ქუთაისლებმა დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდეს.

საერთოდ, რომელიმე ქუთაისელის გამორჩევა რთულია - იმერულმა კლუბმა გუნდურად ითამაშა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოინდომეს სტუმრებმა - ათწუთეული 27:9 მოიგეს და მაკაბელებს მორიგი მარცხი აგემეს.

ქუთაისეებში ხუთმა მოთამაშემ მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთა შორისაც ყველაზე მეტი - 16 ქულა გიორგი ბარბაქაძეს დაუგროვდა. 14 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა ავთანდილ ლომინაშვილმა, ხოლო აკაკი დვალიშვილს, რომელმაც ფარზე კარგად იმუშავა, ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა - 8 ქულა, 15 მოხსნა.

"მაკაბიში" ბომბარდირი 13 ქულით მაიზერ რევაზაშვილი გახდა, 12 ქულა ლევან რევაზაშვილმა მოაგროვა, ხოლო ფერიაშვილის ანგარიშზე ორმაგი დუბლი - 10 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
მედეა მხეიძე ("ქუთაისის" მწვრთნელი): "მოსალოდნელი იყო ეს შედეგი. ამ სხვაობის მიუხედავად, ბევრი შეცდომა და ხარვეზი გქვონდა, ცუდი მაჩვენებლი გვაქვს 3-ქულიან სროლებში. შემდეგი თამაშისთვის მოსამზადებლად 1 კვირა გვაქვს, "ბათუმი" ძლიერი მოწინააღმდეგეა და სერიოზულად მომზადება გვმართებს, მათთან წინა თამაში წაგებული გვაქვს და ვფიქრობ, ეს თამაში კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება. დრო გავქვს იმისთვის, რომ შეცდომები გამოვასწოროთ და გავაანალიზოთ".

"მაკაბის" გუნდი მატჩისშემდგო პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა. დებულების თანახმად, გუნდს ფულადი ჯარიმა დაეკისრება.

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მედეა მხეიძე ("ქუთაისის" მწვრთნელი):

ანუ კაცების გუნდს საქართველოში ქალი წვრთნის? პირიქით გამოგია, მაგრამ ასე არა. გაგვისწრია ნორვეგიისთვის და ეგაა. თუ მართალია, ყოჩაღ ჩვენ.
ჯონდი
13:52 16-02-2014
0

სიახლეები პოპულარული