შეიძლება ვინმემ თქვას, ასეთი ახალგაზრდის ჩამოყვანას შედარებით გამოცდილის დამატება ხომ არ სჯობდაო? საქმე ის არის, რომ იანგი კოლეჯების ლიგაში საკმაოდ გამოცდილი უკანახაზელია და ამერიკული საზომებით, მეტად პერსპექტიულიც. იგი 2013 წლის NBA-ს დრაფტზე იყო წარდგენილი, თუმცა არ აიყვანეს, რის შემდეგაც "ჰიუსტონ როკეტსმა" საზაფხულო ლიგაზე გამოსცადა, კმაყოფილი დარჩა და სამწლიანი კონტრაქტიც გაუფორმა. თუმცა ახალი სეზონის
გასული სეზონი ბი ჯეი იანგმა NBA-ს განვითარების ლიგაში გაატარა, სადაც საშუალოდ 15 წუთში 14.3 ქულასა და 2.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
როგორც "ბათუმის" მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ კობეშავიძემ გვითხრა, იანგს დღე-დღეზე ელიან, კარგი კალათბურთელი ჩანს და ვნახოთ, ჩვენს გუნდს როგორ მოერგებაო - დასძინა მწვრთნელმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"