ბათუმი - დინამო 73:87
პირველ დღეს ბათუმში სათამაშოდ "დინამო" ჩავიდა, ხოლო ქუთაისს "ოლიმპი" ესტუმრა. ორივე მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ოთხივე გუნდს ახალი მოთამაშეები ჰყავს, რომელთა შორისაც თავი ყველაზე კარგად დინამოელთა ახალწვეულმა, გარიკ შერმანმა წარმოაჩინა. ამერიკელმა ცენტრმა ბათუმში დიდებულად ითამაშა და "დინამოს" გამარჯვებაც დიდად განაპირობა.პირველი ტაიმის 43:39 მოგების შემდეგ ბათუმელები, რომელთა გამწევ ძალასაც ლეგიონერები წარმოადგენენ, ჩამორჩნენ. გარიკ შერმანის მექულეობით დინამოელებმა
ქუთაისი - ოლიმპი 83:77
ქუთაისში გამართული შეხვედრა ისეთი დაძაბული და თანაბარი იყო, მიმდინარე სუპერლიგაში ანალოგი ძნელად მოეძებნება. თავად განსაჯეთ: თამაშის მსვლელობისას ფრე 19-ჯერ დაფიქსირდა, ხოლო ლიდერი 21-ჯერ შეიცვლა. პირველი მეოთხედიდან ბოლო წამებამდე შეხვედრა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და კვანძი ბოლო წამებზე გაიხსნა.საფინალო სირენამდე ორნახევარი წუთით ადრე ნუგზარ აბულაძის ორქულიანის შემდეგ "ოლიმპი" 73:70 დაწინურდა, თუმცა დავით ბარბაქაძემ სამქულიანით, ხოლო ვახტანგ ქადარიამ ორიანით ქუთაისელები 75:73 დააწინაურა.
ამასობაში დაიწყო ბოლო წუთი და დადგა მასპინძელთა სლოვენიელი ლეგიონერის - მირზა სარალიას ჯერი. ამ უკანასკნელმა მასზე ოლიმპელთა მიერ აღებული ტაქტიკური ჯარიმები ქულებად აქცია. სარალიამ ბოლო წუთზე 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და ქუთაისელებს მოგება გაუნაღდა.
საბოლოოდ "ქუთაისმა" 83:77 მოიგო და ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე წაგებისთვის "ოლიმპს" რევანში აუღო.
შსს აკადემია-მგზავრები არმია 75:62
ტურის ცენტრალურ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს "შსს აკადემია" და "მგზავრები-არმია" დაუპირისპიდნენ, თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.ეს გუნდები ცხრილში საკმაოდ მოშორებით არიან - აკადემიელები ლიდერთა შორის არიან, ხოლო "მგზავრები-არმია" აუტსაიდერია. ორივე გუნდმა ლეგიონერები დაიმატა, თუმცა ამ მატჩში არც ერთი მათგანი არ ყოფილა. უცხოელები თბილისურ გუნდებს მოგვიანებით შეუერთდებიან.
რაც შეეხება მატჩს, ის დიდად გამორჩეული არ ყოფილა. ფავორიტად მიჩნეულმა "შსს-აკადემიამ" თავიდანვე რომ მოიპოვა ლიდერობა, თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა. თანაც, სხვაობა თანაბრად იზრდებოდა და აკადემიელთა 5-8 ქულიანი ჰანდიკაპი თამაშის მსვლელობის დიდ ნაწილში შენარჩუნებული იყო.
"მგზავრებში" მერაბ ბოქოლიშვილი აქტიურობდა და "აკადემიელებს" წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდა. საბოლოოდ, ბოქოლიშვილი 20 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოლო მეოთხედში "შსს-აკადემიამ" კიდევ უფრო გაზარდა ზეწოლა და საბოლოოდ ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა: კოტე ტუღუშის გუნდმა "მგავრები-არმია" 75:62 დაამარცხა.
გამარჯვებულთაგან 18-18 ქულით რევაზ როგავა და გიორგი შარაბიძე გამოირჩნენ, ხოლო დღევანდელმა იუბილარმა, გიორგი ცინცაძემ გამარჯვებულებს 10 ქულა და 5 პასი შესძინა. დღეს, 8 თებერვალს, ეროვნული ნაკრებისა და "შსს-აკადემიის" წევრი 29 წლის გახდა.
რუსთავი - სოხუმი 82:75
ტურის რიგით მეოთხე, ბოლო შეხვედრას რუსთავმა უმასპინძლა, სადაც სათამაშოდ "სოხუმი" ჩავიდა და გულშემატკივრებმაც საინტერესო, დაძაბული მატჩი იხილეს."სოხუმმა" რუსთაველებს თავიდანვე დაანახა, რომ იოლად არაფერს დათმობდა. აფროამერიკელი კალათბურთელებით გაძლიერებული ვაჟა კვარაცხელიას გუნდი თავიდანვე მობილიზებულად, შედეგიანად ათამაშდა, მასპინძლები კი დაცვაშიც მოიკოჭლებდნენ და სროლათა უმეტესობასაც აცილებდნენ.
შედეგად სოხუმელებმა პირველი მეოთხედი 21:12 მოიგეს და რუსთაველთა მწვრთნელ მიხეილ ბერუაშვილს გადაადგილებების მოხდენა მოუხდა. მეორე პერიოდიდან რუსთაველებმა დაცვა გაამაგრეს, სწრაფ შეტევებზე გადავიდნენ და გაუმართლათ კიდეც. დიდ შესვენებამდე მასპინძლებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და მესამედან თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა.
სოხუმელები მდევრის როლში აღმოჩდნენ, თუმცა მასპინძლებს არ რჩებოდნენ და ანგარიშში მოკლე დისტანციაას ინარჩუნებდნენ. სოხუმელებს ირაკლი ჩლაიძის ზუსტი შორეული სროლები შველოდა, ჩარლზ გილმორმაც გაისწორა სამიზნე და ბოლო წუთებზე ანგარიში თანაბარი იყო.
გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავად ითამაშეს რუსთაველთა უკანახაზელებმა - ამერიკელმა ტერენს ოგლსბიმ და მიხეილ ჭოჭუამ. მათმა გააზრებულმა თამაშმა რუსთაველთა დანარჩენი მოთამაშეები აიყოლიეს და ბოლო წუთებზე მასპინძლებმა გასამარჯვებლად საჭირო ლიდერობა მოიპოვეს.
საბოლოო ანგარიში 82:75 დაფიქსირდა. გამარჯვებულთაგან 17-17 ქულით ჭოჭუა და ოგლსბი გამოირჩნენ, აკაკი დვალიშვილმა კი ორმაგი დუბლი - 14 ქულა და 15 მოხნა მოაგროვა. 12 ქულა მიითვალა გიორგი ყველაშვილმა, რომლის ორქულიანები მეტად საჭირო აღმოჩნდა რუსთაველთათვის.
"სოხუმში" 26 ქულით საუკეთესო ირაკლი ჩლაიძე გახლდათ, ხოლო გიორგი ჯგერენაიაამ 18 ქულა დ 10 მოხსნა მიითვალა.
მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით