არბიტრები ამატებენ 2, 3, ზოგჯერ 5 წუთს. კალათბურთში წუთები კი არა, წამები წყვეტს ბევრ რამეს.
თითო გუნდს შეტევისთვის 24 წამი აქვს. ამ დროში უნდა მოასწროს ბურთის ისე გათამაშება და მეტოქის კალათის აღება. 24 წამი კარგია, მაგრამ რა უნდა მოასწრო, როცა შეტევისთვის წამიც არა გაქვს, ბურთი კი გვერდიდან უნდა შეიტანო?
მაგალითი 21 მარტს ვიხილეთ: "ოლიმპი"-"შსს აკადემიის" მატჩის ბოლოს ტაბლოზე 66:66 ეწერა, საფინალო სირენამდე კი 0.7 წამი რჩებოდა. ოლიმპელებმა ბურთი გვერდითი ხაზიდან
69:66 - "ოლიმპის" სასარგებლოდ. უნდა გენახათ, როგორ გაიხარეს კოკას თანაგუნდელებმა. მათ ხომ ისეთი მატჩი მოიგეს, NBA-ში რეი ალენი, სტივენ კარი რომ იგებენ ხოლმე, ბოლო წამზე. აი, ეს არის კალათბურთი, სპორტი, რომელშიც წამმა შესაძლოა მწუხარება დიდი სიხარულით შეცვალოს.
სიხარულს ისიც აორმაგებდა, რომ "ოლიმპმა" ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებული "შსს აკადემია" დაამარცხა.
* * *
20 მარტი, ბათუმიბათუმი-რუსთავი 79:83
13:17, 24:20, 22:19, 20:27
ბათუმი: იანგი (27ქ, 5მ, 3ჩ), რამიშვილი (7პ), მიქელაძე (12ქ), ლ. რევაზაშვილი, თენიეშვილი (9ქ, 9მ), კელოგი (18ქ, 11მ, 5პ), ფელჩერი (13ქ, 18მ).
რუსთავი: მაჭავარიანი, ჰამსი (6ქ, 6მ), ცეკვავა (17ქ, 5მ, 3პ), ოგლესბი (4ქ), ყველაშვილი (5ქ), ა. დვალიშვილი (23ქ, 20მ, 3დ), ჩაჩანიძე (3ქ), აბაიშვილი (5ქ), ჭოჭუა (16ქ, 6პ), ხმელიძე (4ქ).
"ბათუმს" ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა ბობ ჯინ იანგი, რომელმაც "რუსთავთან" 27 ქულა ჩააგდო. ბათუმელებმა, წინა მატჩებისგან განსხვავებით, ქვემოქართლელებს არც "ფარი დაანებეს" - აკაკი დვალიშვილის (23 ქულა, 20 მოხსნა) გუნდს მოხსნებში სულაც 52:49 აჯობეს. ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა "რუსთავთან" თანაბრად სათამაშოდ, მაგრამ არა გასამარჯვებლად.
მიხეილ ბერუაშვილის შეგირდებმა მეოთხე პერიოდი 27:20 მოიგეს და ბათუმიდან ღირებული გამარჯვება წაიღეს. ამ გამარჯვებით მათ რეგულარულ ეტაპზე ზედა კვარტეტში მოხვედრა გაინაღდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალში მოედნის უპირატესობა მათ მხარეს იქნება.
* * *
21 მარტი, თბილისი. არენადინამო-ქუთაისი 72:75
17:19, 23:16, 12:21, 20:19
დინამო: გამყრელიძე (9ქ, 5მ, 6პ), ბ. ლეჟავა (11ქ), ვახანია, ლონდარიძე (13ქ, 8მ), პოპოვიჩი (13ქ, 3პ, 4ჩ), დიდია (2ქ), მათიაშვილი, ორმოცაძე (3ქ), შერმანი (19ქ, 10მ), ბაბუნაშვილი (2ქ).
ქუთაისი: ფაშაევი (16ქ, 9პ, 10მ), გრძელიძე (1ქ), ქადარია (7ქ, 6მ), დ. ბარბაქაძე (4ქ), ლომინაშვილი (3ქ, 5მ), გ. ბარბაქაძე (10ქ), ბოისა (4ქ, 6მ), სარალია (15ქ, 4პ), ბულიავა (2ქ), ნდოიე (13ქ, 8მ, 8დ).
საქართველოს თასის ნახევარფინალში თბილისის "დინამომ" "ქუთაისს" სერიაში 2:0 მოუგო. ზედიზედ მესამედ კი დინამოელებს ქუთათურების ძლევა გაუჭირდათ. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილ გუნდს სუპერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი ჰყავს (მათიაშვილი, შერმანი, ლონდარიძე), რაც არაერთი მატჩის მოგების საწინდარი გამომდგარა, "ქუთაისთან" წაგების მიზეზი კი სწორედ სამწამიან ზონაში პოზიციების დათმობა გახდა.
ცხადია, თავისი სურვილით არავინ არაფერს თმობს. დინამოელებს დიდი თავსატეხი გაუჩინა სენეგალელმა აბდულაიე ნდოიემ, რომელიც ძალიან მაღალი (213 სმ), მოქნილია და კალათბურთის თამაში დროულად რომ დაეწყო, შეიძლება საქართველოში კი არა, ევროლიგის რომელიმე გუნდში ყოფილიყო. ნდოიე მეოთხედიდან მეოთხედამდე იხსნებოდა და განსაკუთრებით შედეგიანი მეოთხე პერიოდში იყო.
ბოლო წამებზე ბურთიც ეფექტურად ჩატენა, ტრიალშიც ჩააგდო, საჯარიმოც მიამატა და სირენამდე 18 წამით ადრე თანაგუნდელები 71:68 დააწინაურა. საპასუხო შეტევა "დინამომ" ვერ გამოიყენა და მასპინძლები იძულებულები გახდნენ, ზაურ ფაშაევზე დაჯარიმებულიყვნენ. ნდოიეს მსგავსად, "ქუთაისიც" ნელ-ნელა უმატებდა. სტუმრებმა პირველ ტაიმში თუ კატასტროფული სიზუსტით სტყორცნეს საჯარიმოები, გადამწყვეტ მომენტში 8-დან 5 ჩააგდეს (3 ფაშაევმა, 2 დავით ბარბაქაძემ) და 75:72 გაიმარჯვეს.
როგორც ფაშაევს, ასევე ნდოიეს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდათ. აზერბაიჯანელმა 16 ქულა, 9 პასი და 10 მოხსნა გაიფორმა, სენეგალელმა - 13 ქულა, 8 მოხსნა, 8 დაფარება. სხვათა შორის, 8 დაფარება მიმდინარე სეზონის რეკორდია.
* * *
21 მარტი, თბილისი. არენასოხუმი-მგზავრები/არმია 90:73
18:11, 26:22, 19:15, 27:25
სოხუმი: გილმორი (5ქ, 3პ), ჩიტაშვილი, ჩლაიძე (19ქ), შვანგირაძე (3ქ), ბააკაშვილი (7ქ, 4პ), გ. რევაზაშვილი (2ქ), ჯგერენაია (11ქ, 9მ, 3პ, 3დ), ფერიაშვილი, დეკანოიძე (1ქ), ბექაური (19ქ, 16მ, 2დ), პელე პეილეი (22ქ, 7მ), ფარღალავა (1ქ).
მგზავრები-არმია: ჯექსონი (9მ), გულისაბედაშვილი (6ქ), ს. ლეჟავა (10ქ), ბოქოლიშვილი (17ქ, 5პ), შიოლაშვილი (2ქ), ზაქრაძე (3პ), ათანელიშვილი (11ქ, 5მ), მაქკინი (9ქ, 10მ, 3პ), ჯინჭარაძე (3ქ), ჯინჭარაძე (3ქ), იოსელიანი (12ქ, 9მ, 2დ), სანაძე (3ქ).
- ფინანსური კრიზისი ჩვენმა სპონსორმა "საქართველოს რკინიგზამ" მოგვიგვარა და ბიჭებმა ამოისუნთქეს. გუნდი ნელ-ნელა ლაგდება, რაც ამ მატჩშიც გამოჩნდა. ახლა "ბათუმთან" თამაშისთვის მოვემზადებით. შევეცდებით, კარგი თამაში ვაჩვენოთ, - განაცხადა "სოხუმის" თავკაცმა ვაჟა კვარაცხელიამ, რომლის გუნდმა სეზონში მეორე მატჩი მოიგო.
"მგზავრები-არმიას" სხვაგვარი კრიზისი ჰქონდა - ტრავმების გამო სამი კვირის განმავლობაში 7-8 კაცი ვარჯიშობდა და მატჩის საბოლოო შედეგიც, ალბათ, ლოგიკურია.
სოხუმელებმა ჩვეული, სწრაფი თამაში უჩვენეს და ჩვეულად ბევრი სამქულიანიც სტყორცნეს - 10 ჩააგდეს. "მგზავრებმა" კი ორჯერ ნაკლები შორეული სროლა გამოიყენეს. მატჩის ბომბარდირი სოხუმელთა ლიბერიელი უკანახაზელი პელე პეილეი გახდა (22 ქულა), ბექა ბექაურმა კი ეფექტური ორმაგი დუბლი მიითვალა - 19 ქულა, 16 მოხსნა.
* * *
21 მარტი, თბილისი. არენაოლიმპი-შსს აკადემია 69:66
17:22, 21:19, 12:15, 19:10
ოლიმპი: კვანტალიანი (2ქ), ლობჟანიძე (4ქ), აბულაძე (8ქ), კოკა ტომარაძე (14ქ), კახა ტომარაძე (5ქ), გოგოძე (9ქ), მირზიაშვილი (5მ), დუიკოვიჩი (3ქ, 9მ, 3ჩ, 2დ), ცირეკიძე (9ქ, 5მ), ნოსკოვი (15ქ, 4პ, 5ჩ).
შსს: ბერიშვილი (11ქ), მეტრეველი (12ქ, 8მ), როგავა (2ქ), ჩიკვილაძე (8ქ, 5მ, 3ჩ), ცინცაძე (18ქ, 5პ, 7მ, 3ჩ), შარაბიძე (12ქ, 8მ), წივწივაძე (3ქ, 5პ), ლომოური (4ჩ), ბიბილური.
ერთმანეთს ხვდებოდნენ ჩემპიონატის ფავორიტთაგანი "შსს აკადემია" და შედარებით ახალგაზრდული "ოლიმპი", რომლის მწვრთნელი გია კაზანჯიანი გამოუცდელობის დაბალანსებას სისწრაფითა და მჭიდრო პრესინგით ცდილობს. ცხადია, ამას ყველა მეტოქესთან არ მოქვს შედეგი, შსს-სთან კი გაამართლა - ძალოვნებმა მეოთხე პერიოდის ბოლო ხუთ წუთში ქულა ვერ ჩააგდეს.
მატჩის უკანასკნელ წამსა და კოკა ტომარაძის გმირობაზე შესავალში მოგახსენეთ... გგონიათ, მხოლოდ შეხვედრის ბოლო იყო საინტერესო? თითქოს ფორმულა 1-ის ტრასაზე მდგარიყვნენ, გუნდები ერთმანეთს სისწრაფეში ეჯიბრებოდნენ. ასეთ დროს, პირველ რიგში, მოგებული გულშემატკივარი რჩება - მაღალი ტემპი ხომ მატჩს სანახაობრიობას მატებს.
საინტერესო იყო, ვინ ვის აჰყვა სისწრაფეში. ამ საკითხის გარკვევა პრესკონფერენციაზე ვცადეთ. "შსს აკადემიის" თავკაცმა კოტე ტუღუშმა გვითხრა:
- მაღალ ტემპში თამაში შეხვედრის დაწყებამდე გვქონდა გადაწყვეტილი, რათა "ოლიმპის" 226 სმ სიმაღლის ცენტრ მარკო დუიკოვიჩს საჯარიმოში არ ჩაესწრო - ფარქვეშ რომ დადგება, მისი გავლა ძალიან რთულია.
"ოლიმპის" მწვრთნელმა, გია კაზანჯიანმა შეგვახსენა, რომ მისი გუნდი ყველა მატჩში სწრაფ თამაშსა და მჭიდრო პრესინგს ანიჭებს უპირატესობას. არც ამჯერად უღალატია ჩვეულებისთვის.
* * *
ბოლოს გთავაზობთ სატურნირო ცხრილს და დარჩენილი ორი ტურის კალენდარს. მეოთხედფინალის სავარაუდო წყვილებზე თავად იმსჯელეთ.ა გ თ მ წ სხ ქ
1. დინამო 12 10 2 985/841 22
2. ქუთაისი 12 9 3 961/920 21
3. შსს აკადემია 12 8 4 940/877 20
4. რუსთავი 12 7 5 1002/971 19
5. ბათუმი 12 5 7 915/925 17
6. ოლიმპი 12 5 7 937/974 17
7. სოხუმი 12 2 10 921/1022 14
8. მგზავრები-არმია 12 2 10 804/935 14
დარჩენილი ორი ტური
27 მარტი
18:00 ქუთაისი-მგზავრები
18:00 რუსთავი-ოლიმპი
28 მარტი
11:45 სოხუმი-ბათუმი
14:00 შსს აკადემია-დინამო
25 აპრილი
12:00 ოლიმპი-ბათუმი
14:00 შსს აკადემია-ქუთაისი
16:00 სოხუმი-დინამო
18:00 მგზავრები-რუსთავი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"