ესეც მეოთხედფინალი! - გადაიდო, გადმოიდო, მაგრამ რეგულარული მაინც დასრულდა

AutoSharing Option
ფოტოზე: ოლიმპი-ბათუმი. შესვენებისას
28 აპრილს საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის ბოლო შეხვედრები გაიმართა.

ჯგუფურ ეტაპზე 8 გუნდმა სულ 14 მატჩი ითამაშა და 28 აპრილს გამართული ბოლო ტურის შემდეგ კლუბები საპლეიოფოდ დაწყვილდნენ. ოთხიდან სამ მატჩში მასპინძლებმა გაიმარჯვეს. სანახაობრივი მხარე არც ერთ შეხვედრას არ დაეწუნებოდა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ტურამდე არც ერთი საპლეიოფო წყვილი ცნობილი არ იყო.

გუშინ მხოლოდ დაპირისპირებების სათამაშო მხარე როდი იყო საინტერესო, ერთი მატჩი ჩაშლის პირას დადგა...

28 აპრილი, "თბილისი არენა"
ოლიმპი-ბათუმი 98:69
28:22, 22:14, 15:19, 33:14
ოლიმპი: გუგეშაშვილი, კვანტალიანი
(12ქ), ლობჟანიძე (23ქ), აბულაძე, კახა ტომარაძე (6ქ), ბაქრაძე (6ქ, 6მ), კოკა ტომარაძე (10ქ), გოგოძე (8ქ, 5პ), მირზიაშვილი (5ქ), დუიკოვიჩი (5ქ, 17მ), ცირეკიძე (1ქ, 5მ), ნოსკოვი (22ქ, 14მ, 5პ).
ბათუმი: იანგი (35ქ, 7მ, 4პ), რამიშვილი (2ქ), ფევაძე, მიქელაძე (10ქ), ელიაშვილი (1ქ), ლ. რევაზაშვილი, კელოგი (8ქ, 5პ), ფელჩერი (13ქ, 19მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი

შეხვედრა ბათუმელებმა 10-ქულიანი გაქცევით დაიწყეს, თუმცა მათ მალევე დაეტყოთ შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემები - ტრავმის გამო ვერ ითამაშეს ნოდარ თენიეშვილმა და მამუკა ბოლქვაძემ... ამას დავუმატოთ ისიც, რომ "ოლიმპმა" ერთთვიანი შესვენება ესტონეთში მომზადებისთვის გამოიყენა და რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩს სათანადო კონდიციებში შეხვდა.

მეორე ტაიმიდან "ოლიმპმა" თამაში შემოატრიალა და თითქმის ნაადრევად გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი. თუმცა ბათუმელებს თამაშის მოგების შანსი მაინც დარჩათ - ტაბლო აირია და "ბათუმის" წარმომადგენლებს კატეგორიულად რომ მოეთხოვათ, კანონმდებლობის გათვალისწინებით, შესაძლოა, გამარჯვებაც ჩათვლოდათ ან მატჩი გადათამაშებულიყო, მაგრამ ზღვისპირელებმა მოთმინება გამოიჩინეს, სპორტკომპლექს "არენაში" კი ახალი, პატარა ტაბლო მოიტანეს და თამაშიც გაგრძელდა...

მეორე ტაიმი "ოლიმპმა" უკეთესად ჩაატარა და 98:69 გაიმარჯვა.

28 აპრილი, თბილისი. სპორტის სასახლე
შსს აკადემია-ქუთაისი 70:68
20:12, 17:19, 14:17, 19:20
შსს აკადემია: ბერიშვილი (4ქ), მეტრეველი (14ქ, 8მ), როგავა (6ქ, 5მ), ჩიკვილაძე (2ქ), ცინცაძე (20ქ, 6პ), შარაბიძე (15ქ, 10მ), წივწივაძე (1ქ, 5პ), ლომოური (8ქ, 9მ).
ქუთაისი: ფაშაევი (18ქ, 11მ, 6პ), გრძელიძე (5ქ), ქადარია (1ქ, 5მ), კვიმსაძე, დ. ბარბაქაძე (7ქ), ლომინაშვილი (8ქ), გ. ბარბაქაძე (3ქ), ნდოიე (14ქ, 14მ, 6დ), ბოისა, სარალია (12ქ, 6პ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე.

სპორტკომპლექს "არენაში" მერე ტაიმის დაწყებას ნახევარ საათზე მეტხანს ელოდნენ. შესაბამისად, მატჩიც გვიან დასრულდა. არადა, არბიტრი მაკა კუპატაძე "შსს აკადემია"-"ქუთაისის" შეხვედრაზეც იყო დანიშნული და "ოლიმპი"-"ბათუმის" მატჩი დასრულებული არ იყო, იგი სპორტის სასახლისკენ გაემართა.

ტურის ცენტრალური მატჩი დაგვიანებით დაიწყო და ასევე დაგვიანებით დასრულდა - საფინალო სირენამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, მსაჯებმა მატჩის დასრულების შემდეგ კიდევ დიდხანს არკვიეს გამარჯვებულის ვინაობა. აი, რატომ:
ბოლო წუთებზე "ქუთაისი" 7 ქულის სხვაობით იგებდა (68:61), თუმცა საფინალო სირენამდე 27 წამით ადრე საქართველოს ნაკრებისა და "აკადემიის" გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ საჯარიმოიანი ორქულიანით ანგარიში გაათანაბრა - 68:68.

დარჩენილ დროში ქუთაისელმა მირზა სარალიამ თბილისელთა კალათისკენ ნატყორცნი სამქულიანი მიზანს ააცილა. ბურთი აკადემიელებმა მოხსნეს და წამიერად მეტოქის ნახევარზე აღმოჩნდნენ - ბექა წივწივაძის ორქულიანს მიხეილ ბერიშვილმა დაამატა და საფინალო სირენასთან ერთად ბურთი "ქუთაისის" კალათში ჩაეშვა.

ერთმა მსაჯმა ბურთი არ ჩათვალა, მეორემ - ჩათვალა, თუმცა, როგორც ახალი წესები გვეუბნება, ბოლო წამების ვიდეოჩანაწერის გამოყენება შეიძლება და საბოლოო დასკვნაც ვიდეოგამეორების შემდეგ უნდა იქნეს გამოტანილი.

დიდი განხილვის შემდეგ მსაჯებმა "შსს აკადემიის" გამარჯვება დააფიქსირეს - ბურთი ჩაითვალაო.

პირველ წრეში შსს-ელებს 2 ქულის სხვაობით ჰქონდათ წაგებული და ამჯერად ასეთივე სხვაობით იმარჯვეს, თუმცა "შსს აკადემიამ" უფრო მეტი ჩაგდებული ბურთის ხარჯზე სატურნირო ცხრილში "ქუთაისს" გადაასწრო და მეორე ადგილი დაიკავა.

Sportall.Ge
ფოტოზე: შსს-ქუთაისი

28 აპრილი, თბილისი. სპორტის სასახლე

სოხუმი-დინამო 74:113
20:28, 17:24, 18:38, 19:23
სოხუმი: ჩიტაშვილი (8ქ, 4პ), დ. დვალიშვილი (3ქ), შვანგირაძე (14ქ, 3პ), ბააკაშვილი (9ქ), გ. რევაზაშვილი (9ქ, 10მ), ფერიაშვილი (4ქ, 9მ), პეილეი (12ქ, 6მ), ბექაური (15ქ, 6მ).
დინამო: გამყრელიძე (18ქ, 14მ), თავამაიშვილი (2ქ), ბ. ლეჟავა (17ქ), ვახანია (2ქ, 8მ, 4პ), ლონდარიძე (8ქ, 4პ), პოპოვიჩი (6ქ), დიდია (3ქ), მათიაშვილი (18ქ, 5მ, 4პ), ორმოცაძე (13ქ, 3ჩ), შერმანი (15ქ, 10მ), კოღუაშვილი (2ქ, 3ჩ), ბაბუნაშვილი (9ქ, 3ჩ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი.

"დინამოს" რეგულარულ ეტაპზე პირველი ადგილის განაღდებისთვის "სოხუმთან" მოგება სჭირდებოდა. მართალია, სოხუმელებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა შეხვედრა მაინც ლოგიკური შედეგით დასრულდა და "დინამომ" 113:74 მოიგო.

დინამოელები მეოთხედფინალში "მგზავრები-არმიას" შეხვდებიან, ხოლო "სოხუმი" - "შსს აკადემიას".

მგზავრები-რუსთავი 84:76
29:19, 21:15, 22:20, 12:13
მგზავრები-არმია: ჯექსონი (18ქ, 4პ), გულისაბედაშვილი, ს. ლეჟავა, ჩაჩიბაია (10ქ, 9მ, 3პ), დ. მაისურაძე (5ქ), ბოქოლიშვილი (17ქ, 5პ), ათანელიშვილი (12ქ, 7მ), მაკქინი (14ქ, 18მ), ჯინჭარაძე (2ქ), იოსელიანი (4ქ, 5მ), სანაძე (2ქ).
რუსთავი: მაჭავარიანი (2ქ), ჰამსი (6ქ, 6მ, 3ჩ), ცეკვავა (10ქ), ოგლესბი (15ქ, 4პ), აბაიშვილი (5პ, 4ჩ), ჩაჩანიძე (2ქ), ყველაშვილი (2ქ), ჭოჭუა (11ქ), გუგავა (2ქ, 5მ), ხმელიძე, ტუჯანი, დვალიშვილი (17ქ, 10მ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე, მ. ვართანოვი.

რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩის მონაწილეებს სატურნირო მდგომარეობა შეხვედრის დაწყებამდე გადაწყვეტილი ჰქონდათ. შესაბამისად, "რუსთავმა" და "მგზავრები-არმიამ" ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, თავისუფლად ითამაშეს და გამარჯვება "მგზავრებს" დარჩათ.

მათ პლეი ოფში ვისი წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ, უკვე მოგახსენეთ, "რუსთავს" კი "ოლიმპი" დაუპირისპირდება.

მეოთხედფინალები 4 მაისიდან დაიწყება.

1/4–ფინალი
დინამო-მგზავრები
რუსთავი-ოლიმპი
შსს აკადემია-სოხუმი
ქუთაისი-ბათუმი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული