კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკურმა კომისიამ იმსჯელა 17 მაისს "სოხუმი"-"ქუთაისის" მატჩში მომხდარი ინციდენტის შესახებ და მსაჯის შეურაცხყოფისთვის მატჩის დროს დისკვალიფიცირებულ ქუთაისელ ბუბა კვიმსაძეს სასჯელი გამოუტანა.
რადგან მისი მხრიდან მიმდინარე სეზონში ეს მეორე ანალოგიური შემთხვევაა, სადისციპლინო-ტექნიკურმა კომისიამ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
წყარო: superleague.ge