სუპერლიგა. IV ტური: "ბათუმმა" მოიგო და დროებით გალიდერდა

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის IV ტური 6 ნოემბერს, ბათუმში გამართული ერთი მატჩით გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა "რუსთავს" უმასპინძლა და მეტოქე იოლად 92:64 დაამარცხა.

ეს დავით უსტიაშვილის გუნდის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა, რამაც დროებით სატურნირო ცხრილში გაალიდერა.

გამარჯვებულთაგან 19 ქულით ლეონიდ სტეპანიშინი გამოირჩა, 18 ქულა და 11 პასი დააგროვა ირაკლი მიქელაძემ, ხოლო აკაკი დვალიშვილმა 15 ქულა, 12 მოხსნა და 5 ჩაჭრა მიითვალა. რუსთაველთაგან 18 ქულით და 17 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკოლა გაჩეშა.

მე-4 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა დღეს, 7 ნოემბერს, თბილისის ახალ სპორტის
სასახლეში გაიმართება:

აკადემია - დინამო 11:45
სოხუმი - ქუთაისი 14:00
ოლიმპი - მგზავრები 16:00

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული