დისციპლინარულმა კომისიამ "ქუთაისი" და "დინამოს" მოთამაშე დასაჯა

AutoSharing Option
სუპერლიგის გასულ ტურში ქუთაისში მომხდარი ინციდენტის შესახებ კალათბურთის ფედერაციის დისციპლინარულ-ტექნიკურმა კომისიამ იმსჯელა და სანქციებიც გამოიტანა.

შეგახსენებთ, გასულ პარასკევს "ქუთაისსა" და "დინამოს" შორის გამართული მატჩის ბოლოს ქუთაისელ გულშემატკივრებსა და თბილისური კლუბის მოთამაშეებს შორის შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.


ფედერაციის დისციპლინარებმა შემდეგი სანქციები გამოიტანეს:

- "დინამოს" მოთამაშე ილია ლონდარიძე დაჯარიმდა 2000 ლარით და მიეცა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია;

- კლუბი "ქუთაისი" დაჯარიმდა 1000 ლარით;

- კლუბ "ქუთაისს" მიეცა გაფრთხილება (მსგავსი ინციდენტის გამეორების შემთხვევაში გუნდს მოუწევს საშინაო
მატჩების ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარება. ანაც შესაძლებელია ქუთაისში თამაში აეკრძალოს).
მკითხველის კომენტარები / 3 /
სპორტი სანახაობაა,ის სპორცმენებისა და მაყურებლების ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძვნებული,ყოველშემთხვევაში მე ასე მიმაჩნია,იმ დღეს ლონდარიძე ზედმეტად აქტიურობდა,რასაც მოჰყვა მაყურებელთა რეაქცია,მიუღებელი თუმცა სამართლიანი.
პაატა
19:29 02-12-2015
0
ჯერ შენი ქალაქი უნდა გიყვარდეს და მერე საქართველოს ნებისმიერ ქალაქს პატივს უნდა ცემდე.დიდ პატივს ვცემ თბილისს როგორც საქართველოს დედაქალაქს მაგრამ კალათბურთელი რომ ტრუსს ჩაიხდის და ტრაკს აჩვენებს 3500 კაცს და იგინება ამას მომჭამთო ის გასალახავია და თბილისელია.
ამირანი
09:56 03-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული