ლეონიდ ივატინის გაწვრთნილი ოლიმპელები მატჩის სადებიუტო 5 წუთში მცირედით ლიდერობდნენ, რის შემდეგაც მასპინძლებმა დაწინაურება მოახერხეს და უპირატესობა თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვიათ.
პირველი პერიოდი ქუთაისელებმა 25:17 მოიგეს და აღებული ტემპი არც მეორე მეოთხედში დააგდეს. დიდი შესვენებისთვის მასპინძლებმა
გამარჯვებულთა გუნდის ბომბარდირი 14 ქულით ჯონ ბრიტონი გახდა, ხოლო მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი - 13 ქულა და 13 მოხსნა - ვახტანგ ქადარიამ მიითვალა. ქუთაისელთა აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ზაურ ფაშაევმა შეხვედრა 12 ქულითა და 7 პასით დაასრულა.
"ოლიმპში" 30 ქულით საუკეთესო იყო ჯერემი ბაინამი, ლესლი სმიტმა 20 ქულა მიითვალა, ლაშა ფარღალავას ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა.
თამაშის დასრულების შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.
კოტე ტუღუში ("ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა არამარტო სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, არამდე ფსიქოლოგიურადაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ბოლო ცუდად ჩატარებული თამაშების მერე, როგორც იქნა, ვუბრუნდებით ფორმას და იმედი მაქვს მალე მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც დაგეგმილი გვაქვს.
ლევან ქარაბაკი ("ოლიმპის" მწვრთნელი): ქუთაისი თავიდანვე 10 ქულით დაწინაურდა, ორჯერ გვქონდა შანსი, რომ ეს სხვაობა აღმოგვეფხვრა, თუმცა უშედეგოდ: ვერც კი წამოვეწიეთ. ქუთაისმა სტაბილურად კარგად ითამაშა.
მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით