სუპერლიგა. XXV ტური: "მგზავრებმა" და "დინამომ" მოიგეს

AutoSharing Option
9 აპრილს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული სეზონის XXV ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა.

"მგზავრებმა" "ოლიმპი" ანგარიშით 89:83 დაამარცხა, ხოლო "დინამომ" აუტსადერ "აკადემიას" ანგარიშით 94:66 სძლია.

ტური დღეს რუსთავში გასამართი შეხვედრით დასრულდება, სადაც ადგილობრივი გუნდი "ბათუმს" მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ტურის პირველი მატჩი 8 აპრილს ქუთაისში გაიმართა, სადაც იმერულმა გუნდმა "სოხუმს" დრამატულ მატჩში 68:67 სძლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული