სუპერლიგა. ოთხი ნახევარფინალისტი გაირკვა

AutoSharing Option
სუპერლიგის მარათონი ფინიშის ხაზზე გავიდა. ბოლოსწინა, 27-ე ტურმა გამოავლინა ის ოთხი გუნდი, რომლებიც ნახევარფინალურ წყვილებს შეადგენენ, ოღონდ ჯერაც გასარკვევია, ვინ ვის შეხვდება პლეი ოფში.

ბევრი რამ დღეს გადაწყდება: იმერეთის დედაქალაქში "ქუთაისი" "ბათუმს" უმასპინძლებს.

20 აპრილი, თბილისი
ოლიმპი-დინამო 72:96
17:23, 20:27, 18:14, 17:32
ოლიმპი: ბაინუმი (18ქ, 10მ), როგავა (19ქ, 6მ, 4პ), გეგი ბაქრაძე (8ქ), დიდია (3ქ, 5მ), გუგეშაშვილი, ლ. სმიტი (20ქ, 7მ, 2დ), ფარღალავა (12ქ, 3პ).
დინამო:
შარაბიძე (9ქ, 5მ), ნ. ბაქრაძე (4ქ, 5მ, 3პ), ბოლქვაძე (4ქ), მაილსი (2ქ), სანაძე (12ქ,
3პ), ვახანია, ლონდარიძე (10ქ, 5მ), ბერიშვილი (11ქ), გოგოძე (11ქ, 4პ), მაკალპი (10ქ, 5მ, 3პ), კოვაჩევიჩი (17ქ), ტატუნაშვილი (6ქ, 5მ).

მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდი "დინამოა". სწორედ ამის წყალობით თბილისელები ბოლო ტურებამდე იბრძვიან მაღალი პოზიციებისთვის. ასეთ დროს კი მეშვიდეადგილოსან "ოლიმპთან" წაფორხილების უფლება არ ჰქონდათ.

როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ირაკლი ხოშტარიამ "ოლიმპთან" სათამაშოდ გუნდი სათანადოდ მოამზადა. ეს მატჩის მსვლელობისასაც ნათლად გამოჩნდა. თავად განსაჯეთ: დინამოელებმა მეტოქეს ბურთი 11-ჯერ ჩაუჭრეს, "ოლიმპის" ანგარიშზე კი მხოლოდ ერთი ჩაჭრა დაფიქსირდა. კიდევ უფრო საყურადღებოა შეცდომების რაოდენობა: ოლიმპელებმა ბურთი 26-ჯერ დაკარგეს, "დინამომ" მხოლოდ 9 შეცდომა დაუშვა...

თუნდაც ამ სტატისტიკის მიხედვით, "დინამომ" დამსახურებულად გაიმარჯვა და განაგრძობს ბრძოლას ცხრილის ზედა ორეულში დასამკვიდრებლად.

20 აპრილი, თბილისი
სოხუმი-მგზავრები 72:59
16:6, 16:11, 19:16, 21:26
სოხუმი: მილერი (16ქ, 5მ, 5პ, 4ჩ), ა. სმიტი (13ქ, 6პ), გივი ბაქრაძე (5ქ, 3პ), ალხანაიძე (3ქ), ჯგერენაია (6ქ, 10მ), ათუაშვილი (14ქ, 12მ, 6დ), ფაცაცია (15ქ, 9მ, 4პ, 2დ, 3ჩ), დ. დვალიშვილი.
მგზავრები: უილიამსი (6ქ), ჯინჭარაძე (2ქ, 5მ), გრძელიძე (5ქ), კვანტალიანი, ცირეკიძე (7მ, 3პ), ლომონაშვილი (9ქ, 5მ), ტერი (6ქ, 5მ), ორმოცაძე (19ქ, 5მ), რენსომი (3ქ, 3პ), მერფი (9ქ, 9მ, 3დ).

ნახევარფინალში გამსვლელი მეოთხე საგზურისთვის დიდი ბრძოლა გაჩაღდა "სოხუმსა" და "მგზავრებს" შორის.

სოხუმელებს რეგულარულის წინა სამივე მატჩი წაგებული ჰქონდათ ბუბა ბერიშვილის გუნდთან. თუმცა სატურნირო ცხრილში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, გუშინდელ მატჩში თუ "მგზავრები" გაიმარჯვებდნენ, მეოთხე პოზიციაზე "სოხუმს" ჩაანაცვლებდნენ და პლეი ოფში გასვლის უფრო რეალური კანდიდატებიც იქნებოდნენ. ხოლო ვაჟა კვარაცხელიას გუნდის მოგების შემთხვევაში "სოხუმი" ოფიციალურად გაინაღდებდა ნახევარფინალს.

სოხუმელები შედარებით გამოცდილი კალათბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი, ხოლო კრიტიკულ მომენტში გამოცდილება რას ნიშნავს, თავადაც მოგეხსენებათ. პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ "სოხუმი" არაფრის დამთმობი არ იყო. აგრესიული დაცვით მან "მგზავრებს" კალათისკენ მიმავალი ყველა გზა გადაუკეტა (16:6 დაწინაურდა), რაშიც დიდი წვლილი 224 სმ სიმაღლის სერგო ათუაშვილს მიუძღვის. მისი წინააღმდეგობის დაძლევა არა მხოლოდ დასაწყისში, არამედ მთელი თამაშის განმავლობაში მეტად რთული იყო. ვერც მგზავრი მეფარეები აგდებდნენ ფარქვეშიდან და ვერც უკანახაზელები - სამწამიან ზონაში შესვლით. ათუაშვილს მხარს ტანდაბალი სოხუმელებიც უბამდნენ...

შედეგად, ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა თამაშიდან მეტისმეტად დაბალი პროცენტული სიზუსტით ისროლეს. ზაზა ფაჩულიას "დალასმა" "ოკლაჰომასთან" პირველ მატჩში თამაშიდან ტყორცნების 29 პროცენტი რომ გამოიყენა, ამერიკაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "მგზავრებმა" კი მხოლოდ 27-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნეს.

არც "სოხუმისთვის" იყო იოლი ქულების მოგროვება, თუმცა პირველ მეოთხედში მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და ნახევარფინალში "ბათუმს", "ქუთაისსა" და "დინამოს" შეუერთდა.

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბათუმი 26 18 8 2090/1927 44
2. დინამო 27 17 10 1998/1898 44
3. ქუთაისი 26 17 9 2041/1933 43
4. სოხუმი 27 15 12 2072/1928 42
5. მგზავრები 27 13 14 1967/2068 40
6. რუსთავი 26 12 14 1964/1954 38
7. ოლიმპი 27 9 18 1989/2115 36
8. აკადემია 26 5 21 1898/2196 31

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული