"აკადემიის" მიერ "რუსთავის" ძლევაში განსაკუთრებული წვლილი ორ კალათბურთელს მიუძღვის - აკაკი ლომოურსა და მერაბ ბოქოლიშვილს. პირველმა 26 ქულა და 18 მოხსნა მოაგროვა, ხოლო მერაბი 36 ქულამდე ავიდა.
თუმცა ეს სეზონის რეკორდი არ არის. რუსთავის ლეგიონერმა გაჩეშამ გუშინ 43 ქულა ჩააგდო და მხოლოდ ერთი დააკლდა სეზონის რეკორდსმენ მორის ბრიგსამდე, რომელსაც "აკადემიის" მაისურით 44 ქულა აქვს მოგროვილი.
გაჩეშამ ქულებში ვერა, მაგრამ მოხსნებში კი დაამყარა რეკორდი: ბურთი 28-ჯერ მოხსნა და სამით გააუმჯობესა ოლიმპელი ლესლი
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდი 30 მოხსნაა. ის რიჩარდ მათიაშვილს ეკუთვნის.
სუპერლიგა. პლეი აუტი
9 მაისი, რუსთავი
რუსთავი-მგზავრები 94:68
22:14, 18:11, 31:19, 23:24
რუსთავი: ხმელიძე (6ქ, 3პ), გამყრელიძე (7ქ, 10პ), ქიტოშვილი (2ქ, 3პ), ლორთქიფანიძე (2ქ), აბაიშვილი (3ქ, 5პ), ჩაჩანიძე (11ქ), ყველაშვილი (1ქ), ჭოჭუა (17ქ), ანთაძე (6ქ, 3პ), გაჩეშა (26ქ, 10მ), დვალი (3ქ), გოგობერიშვილი (10ქ, 4ჩ).
მგზავრები: გაგუა (4ქ), უილიამსი (9ქ), ჯინჭარაძე (23ქ, 8მ, 4ჩ), გრძელიძე (3ქ, 5მ), კვანტალიანი (4ქ), ცირეკიძე (2ქ, 7მ), ლომინაშვილი (5ქ), ქავთარაძე (8ქ), ორმოცაძე (6ქ, 8მ, 5პ), მერფი (4ქ).
8 მაისი, თბილისი
აკადემია-რუსთავი 101:94
28:27, 31:20, 24:26, 18:21
აკადემია: ს. ლეჟავა (9ქ), კოკა ტომარაძე (6ქ), ბოქოლიშვილი (36ქ, 5მ, 7პ), ღურწკაია (2ქ), ხუციშვილი, დარახველიძე, გოგნაძე (12ქ), ლომოური (26ქ, 18მ, 4პ), ლობჟანიძე (10ქ, 5მ).
რუსთავი: ხმელიძე (18ქ, 6მ), გამყრელიძე (6ქ, 13პ, 7მ), ქიტოშვილი (2ქ), ლორთქიფანიძე, ჩაჩანიძე (6ქ), ანთაძე (7ქ, 7მ), გაჩეშა (43ქ, 28მ), დვალი, გოგობერიშვილი (12ქ).
8 მაისი, თბილისი
ოლიმპი-მგზავრები 82:67
19:18, 27:14, 16:18, 20:17
ოლიმპი: ბაინუმი (31ქ, 5მ), როგავა (19ქ, 7მ, 5პ, 3ჩ), გეგი ბაქრაძე, დიდია (6პ), გუგეშაშვილი, სმიტი (21ქ, 9მ), ფარღალავა (11ქ, 7მ, 6პ).
მგზავრები: გაგუა (3ქ), უილიამსი (12ქ, 3პ, 6მ), ჯინჭარაძე (20ქ, 3პ), გრძელიძე (7ქ), კვანტალიანი (2ქ), ცირეკიძე (2ქ), ლომინაშვილი (8ქ, 9მ), ქავთარაძე (7ქ), ორმოცაძე, მერფი (6ქ, 7მ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"