სუპერლიგა 2016/17. XVIII ტური: "ქუთაისმა" "ოლიმპს" ისევ მოუგო

AutoSharing Option
24 თებერვალს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის XVIII ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ქუთაისმა" "ოლიმპი" ანგარიშით 85:74 დაამარცხა და მიმდინარე ჩემპიონატში მე-14 გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს ქუთაისელებმა ამავე მეტოქეს საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალშიც მოუგეს.

რაც შეეხება სუპერლიგის დაპირისპირებას, "ოლიმპმა" ღირსეულად იბრძოლა და ბოლო მეოთხედის წინ ლიდერობდა კიდეც - 63:57. მაგრამ გადამწყვეტ პერიოდში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა "ქუთაისმა" დაცვა გაამაგრა და გუნდური თამაშის წყალობით გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

მასპინძელთაგან ხუთმა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 14 ქულით ბომბარდირი აკაკი ლომოური გადა. 12-12 ქულა
სამმა კალათბურთლმა - გიორგი ბარბაქაძემ, ზაურ ფაშაევმა და გიორგი ცინცაძემ მოახერხა. "ოლიმპს" 25 ქულით რეო როგავამ ულიდერა, 12-12 ქულა კი გივი ბაქრაძემ და ტრე ბურნეთმა მიითვალეს.

სუპერლიგის მომდევნო, მე-19 ტური 28 თებერვალს და 2 მარტს - ბათუმსა და თბილისში გაიმართება.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული