21 მაისს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში ფინალური სერიის მესამე შეხვედრა გაიმართა. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში "დინამომ" "ქუთაისი" მიიღო და სოლიდური სხვაობით, ანგარიშით 60:94 დამარცხდა. შესაბამისად, სერიაში კოტე ტუღუშის გუნდი დაწინაურდა - 2:1.
ქუთაისური გუნდის რიგებში საუკეთესო ჯონ ბრიტონი იყო 16 ქულითა და 5 მოხსნით. 13 ქულა და 4-4 მოხსნა-პასი იყო გიორგი ცეკვავას ანგარიშზე. "დინამოდან" 14 ქულითა და 7 მოხსნით ნოდარ გოგოძე გამოირჩა.
სერიის მეოთხე შეხვედრა 22 მაისს, კვლავაც თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, 18:00 სთ-ზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ სერიაში გამარჯვება სამ მოგებამდეა.
16:16 21-05-2016
სუპერლიგა. ფინალი. III მატჩი: "ქუთაისი" ჩემპიონობას თბილისში მიუახლოვდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული