თბილისის "დინამომ" "ქუთაისს" უმასპინძლა და ანგარიშით 70:56 დაამარცხა. ამ გამარჯვებით "დინამომ" სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2. გადამწყვეტი მატჩი კი 26 მაისს ქუთაისში გაიმართება.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 18 ქულა ქუთაისელთა ლეგიონერმა ზაურ ფაშაევმა ჩააგდო, რასაც 5 მოხსნა და ერთი პასი მიამატა. ქუთასიელთა რიგებში 10-ქულას მხოლოდ რიჩარდ მათიაშვილი მისწვდა.
"დინამოს" რიგებში 10-ქულიანი ბარიერი ერთბაშად 4-მა (შარაბიძე -13, შვანგირაძე -11, ბერიშვილი -14, კოვაჩევიჩი -15) კალათბურთელმა გადალახა. გარდა ამისა მატჩის ერთადერთი ორმაგი
დინამო-ქუთაისი 70:56
(18:12, 14:22, 23:14, 15:8)