green boys: ეს იქნება ისტორიული დღე ქართულ კალათბურთში!

AutoSharing Option
საკალათბურთო კლუბ "ქუთაისი 2010"-ის ფანკლუბი green boys სუპერლიგის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

- სადისციპლინო კომიტეტმა "ქუთაისი" და მისი გულშემატკივრები დასაჯა

გთავაზობთ ფან-კლუბის განცხადებას, რომელიც მათ "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა.

"მაკა კუპატაძეს და გურამ მიქელაძეს ახირებების გამო დავრჩით 1 მატჩით უმაყურებლოდ, დიახ უმაყურებლოდ და არა უგულშემატკივროდ.

რადგან ჩვენ #ვერშეგვაჩერებთ ქალბატონო მაკა, დიახ, დიახ არ გავჩერდებით და ჩვენს ბიჭებს ყოველთვის მხარში დავუდგებით. ფიქრობთ როგორ? როგორ და ჩემო მეგობრებო, ჩემო ქუთაისლებო მოდით ხვალ დარბაზთან, გარეთ ორგანიზებულად გვექნება დიდი ეკრანი გაკეთებული, არ
შეგეშინდეთ სიცივის, არ შეგეშინდეთ წვიმის, ჩვენ ხვალ გუნდს ბოლომდე უნდა ვუგულშემატკივროთ ოღონდ არა დარბაზიდან არამედ დარბაზ გარედან.

ეს იქნება ისტორიული დღე ქართულ კალათბურთში, ზოგიერთ გუნდს დარბაზშიც არ ყავთ ფანები, ჩვენ კი დარბაზ გარეთაც გვყავს გულშემატკივრები!

ასე, რომ გელოდებით ხვალ ყველას 18:00 საათზე დარბაზთან, გავამხნევოთ ბიჭები".

შეგახსენებთ, რომ "ქუთაისი 2010"-სა და "კაკტუსს" შორის მატჩი დღეს 18:00 საათზე ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალეთ, ეგ არის გულშემატკივრობა...
დათო
00:37 03-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული