საქართველოს მეტოქეები 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 7 მაისს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში კალათბურთში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრების მეტოქეები G ჯგუფში სერბეთი, გერმანია და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრები (ეს ქვეყნები ევრობასკეტზე ვერ მოხვდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევზე მოსახვედრად ცალკე საკვალიფიკაციოს გადიან) იქნებიან.

შესარჩევი ეტაპის მატჩები 2017 წლის 20 ნოემბრიდან დაიწყება და 2019 წლის 26 თებერვალს დასრულდება. შეხვედრები შინ და სტუმრად გაიმართება.

შესარჩევ ეტაპზე ევროპიდან სულ 32 ნაკრები ითამაშებს. წილისყრის შედეგად ისინი 4-გუნდიან 8 ჯგუფში გადანაწილდნენ.
მომდევნო ეტაპზე 24 გავა, მხოლოდ ბოლოადგილოსნები ვერ განაგრძობენ გზას.

შემდეგ შეიქმნება ექვსგუნდიანი 4 ჯგუფი, საიდანაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს სამ-სამი საუკეთესო გუნდი, სულ 12 მიიღებს. საბოლოოდ ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 გუნდი იასპარეზებს.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი კალათბურთში ჩინეთში 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. ჩინეთი, როგორც მასპინძელი ქვეყანა ტუნირზე შესარჩევის გარეშე ითამაშებს. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ 32 ნაკრები იასპარეზებს: 12 ევროპიდან, 8 აზიიდან (მასპინძელი ჩინეთი), 7 ამერიკიდან და 5 აფრიკიდან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოთხიდან სამში აუცილებლად მოვხვდებით. გერმანიასაც უნდა ვაჯობოთ და მეორეზე გავიდეთ. მერე იმედია კარგ კალათში მოვხვდებით.
ცოტა უცნაური ფორმატი კია
zaza
18:26 07-05-2017
0
შანსი ნამდვილად რეალურია, პირველი ეტაპი რომ გადალახონ.
ფორმატი ცოტა უცნაური მართლაც არის, თუმცა კარგი იმიტომ არის, რომ ორეტაპიანია და ხანგრძლივია.
გიო
20:08 07-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული