საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ბერძენმა სპეციალისტმა გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად შეკრებაზე ახალგაზრდებსაც უხმო.

ეროვნული გუნდის კანდიდატთა სიაში 17 კალათბურთელია შესული, თუმცა, შესაძლებელია, ეს რიცხვი გაიზარდოს.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში B ნაკრები იკრიბება, რომლის რამდენიმე წევრიც ეროვნულ გუნდში მოიაზრება. B ნაკრები 26 ივნისიდან 15 ივლისამდე ჩინეთში, საერთაშორისო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება მის წევრთა ეროვნულ გუნდთან შეერთების საკითხი.

გაფართოებული შემადგენლობაში ძირითადი ბირთვი ნაკრების გამოცდილი და უცვლელი წევრები არიან, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა დროს უთამაშიათ
ევროვნულ გუნდში, ანაც კანდიდატთა შორის ყოფილან.

გაფართოებული სიის ერთადერთი მოთამაშე, რომელიც არასდროს ყოფილა ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული, 17 წლის გოგა ბითაძეა.

ეს კალათბურთელი სერბულ "მეგა ბიმაქსში" თამაშობს, 211 სანტიმეტრი სიმაღლისაა და წლევანდელი ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ითამაშა და შედეგიანობით ფინალური ტურნირზე საუკეთესო იყო. ბითაძე 14-24 ივლისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის "ბ" დივიზიონში დაეხმარება, რისი დასრულების შემდეგაც ახალგაზრდა ცენტრი ეროვნულ გუნდს სლოვენიაში შეუერთდება.

წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული გუნდის 17-კაციან, გაფართოებულ სიას:

Sportall.Ge

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 21 /
ბოისა ზუროსს ევასება:) ძველი ნაცნობობა აკავშირებთ
saakadze
06 ივნისი 2017 10:02
0
კი, მართალია, ცქიტო ზაზაზეც ძლიერია, მაგრამ არა და არ იძახებენ ნაკრებში. რატომ ნეტა? გასაგებია, რომ ზაზა ნბა-შია და ვერ ამოაგდებს ცქიტო ნაკრებიოდან, მაგრამ შერმადინი ან ბურჯანაძე ამოაგდონ ბოლო, ბოლო....
andrei kovalenko
06 ივნისი 2017 09:33
0
აუფ არუზრუზდა ცქიტიშვილის ლიჩნი ფან კლუბი. ის თუ იცით ბოლოს სად თამაშობდა?
ჯონდო
06 ივნისი 2017 09:31
0
ბოისა პენსიაში ნაკრებიდან უნდა გავიდეს??? რა გახდა ცქიტიშვილის დაბრუნება ვინ მტრობს ესე
nnn
06 ივნისი 2017 09:14
0
იმედგაცრუება ცქიტიშვილზეა საუბარი?
giorgi
06 ივნისი 2017 04:16
0
ნიკა-ს
მაგი მსოფლიოს შესარჩევს ეხება.
ევროპაზე ჩვეულებრივად ითამაშებს.
dima
06 ივნისი 2017 01:13
0
რაღა დროს ბოისაა-ვეღარ თამაშობს და მაინც ტენიან ნაკრებში!(((
dima
06 ივნისი 2017 00:59
0
კარგი შემადგენლობაა. მაგრამ ზაზას საქმე როგორ იქნება? ამბობენ ნბას კალათბურთელებს კლუბებში უწევთ თამაშიო და ეს პრობლემას შეგვიქმნის.
ნიკა
06 ივნისი 2017 00:34
0
ცქიტიშვილი ამ ნაკრების ნახევარზე მეტ კალათბურთელს დღემდე აჯობებს შედეგიანობით, ვინც ცქიტოს ბლოკავს არის ერის მოღალატე
ლაშა
06 ივნისი 2017 00:15
0
ცქიტიშვილი ამ ნაკრების ნახევარზე მეტ კალათბურთელს დღემდე აჯობებს შედეგიანობით, ვინც ცქიტოს ბლოკავს არის ერის მოღალატე
ლაშა
06 ივნისი 2017 00:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული