ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პირველ ეტაპს იწყებს. ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეების უმრავლესობა თბილისში შეიკრიბა და 16 ივლისს, გუნდის სამწვრთნელ შტაბთან ერთად გენერალურ შეკრებაზე სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში გაემგზავრება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

სლოვენიაში ვერ მიემგზავრება ვიქტორ სანიკიძე, რომელსაც ნაოპერაციები ფეხი ბოლომდე მორჩენილი არ აქვს და ექიმებმა მას ამ ეტაპზე ვარჯიში აუკრძალეს. ის თბილისში დარჩება და ექიმების გადაწყვეტილებას დაელოდება, რათა მწყობრში ჩადგომის შემთხვევაში ნაკრებს დაუყონებლივ შეუერთდეს.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, დუდა
სანაძე, მაიკლ დიქსონი, გიორგი გამყრელიძე, ოთარ ფხაკაძე, ნოდარ გოგოძე, ბესო ლეჟავა, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, მიხეილ ბერიშვილი, ანატოლი ბოისა, კახა ჯინჭარაძე, ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, გიორგი შარაბიძე, გოგა ბითაძე, ბექა ბექაური, ილია ლონდარიძე.

gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
ერთხელ მაინც მიგეცათ ცქიტიშვილისთვის შანსი...
GIORGI
16:27 14-07-2017
0
ცქიტიშვილი ბავშვობაში იყო პერსპექტიული ბიჭი მაგრამ საბოლოოდ ვერ გაამართლა. ბოლო ათი წელია ლიბიიას არაბული ქვეყნების და ირანის და რავიცი კიდე რა დონის ჩემპიონატებში გამოდის და მაგან რა უნდა ითამაშოს. ფიზიკურად ეგ აღარ ვარჯიშობს ფაქტიურად ერთობა და სამოყვარულო დონეზე თამაშობს. ტან უკვე 34 წლისაა თუ არ ვცდები ხო და ეხლა რა გინდათ რა წაიღეთ ტვინი ამ ცქიტიშვილით? დააცადეთ რა ამ კაცს გართობა. დაუთმეთ გზა ახალგაზრდებს და პერსპექტიულებს. ვააა. კიდე მოითხოვს ვინმე ცქიტიშვილს???
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული