საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სლოვენიაში ჩავიდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები პოდჩეტრტეკშია, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის გენერალურშეკრებაზე გადავიდა.

სლოვენიის ეს მყუდრო დაბა იდეალური ადგილია მოსამზადებლად. საქართველოს ნაკრებიც უკვე მე-5 წელია, პოდჩეტრტეკის კომფორტულ სასტუმრო-სპორტკომპლექსში გადის შეკრებას და ყოველთვის, გუნდს მომზადების მხრივ პრობლემები არ შექმნია.

საქართველოს ნაკრები პოდჩეტრტეკში დღეს, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე ჩავიდა, სადაც გუნდს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა დახვდა. სპორტული ეკიპირების კომპანია Spalding-თან თანამშრომლობა გრძელდება და ამ ფირმის წარმომადგენლებმა ნაკრების თითოეულ წევრს სახელდახელოდ ჩანთაში ჩალაგებული სრული ამუნიცია სასტუმროში დაახვედრეს.

სასტუმრო "ტერმე ოლიმპიაში" მისვლისთანავე ნაკრების წევრებმა ისადილეს და დასასველებლად ნომრებს
მიაშურეს. მთავარმ მწვრთნელმა ილიას ზუროსმა საღამოს 7 საათზე ვარჯიში დანიშნა, რომელიც არა დასატვირთად და კომბინაციების დასამუშვებლად, არამედ მგზავრობით დაღლილი კუნთების მოსადუნებლად იქნება განკუთვნილი.

ნაკრებთან არ იმყოფება ზაზა ფაჩულია, რომელიც გუნდს თბილისში დაბრუნების შემდეგ 7 აგვისოს შეუერთდება. გოგა ბითაძე პოდჩეტრტეკში 24 ივლისს ჩავა, თორნიკე შენგელია კი ნაკრებს დღეს შეუერთდება.

მომზადებული gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
პოდჩეტრეტეკის კომფორტულ სასტუმრო-სპორტკომპლექსში გადის შეკრებას და ყოველთვის,გუნდს მომზადების მხრივ პრობლემები არ შექმნია.----ავტორჯან ეს რა ქართულია, საერთოდ აზრზე ხართ რას წერთ.ვინ იყო თქვენი ართულის მასწავლებელი? თუმცა მისი რა ბრალია.
დათო
17 ივლისი 2017 12:41
0
თქვე კაი ხალხო ან ფორმა ჩააცვით ერთნაირ ფერებში გუნდს რომ გუნდია და ნაკრებია ჩანდეს დსა არა ბალაგანი და თავადაც ჩაიცვით ან კოსტუმი ან სპორტულები ზოგი ვარიონკა ჯინსებშIა და ზოგი გამოღლეტნილ შარვლით. სირცხვილია . ეროვნული ნაკრებია და ჩვენი ქვეყნის სახეა
luka
17 ივლისი 2017 01:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული