09:52 18-07-2017
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები: შენგელია ინდივიდუალურად ვარჯიშობს [VIDEO]
AutoSharing Option
ბერძენმა სპეციალისტმა ნაკრების 16 მოთამაშე შუაზე გაჰყო და საკალათბურთო და სატრენაჟორო დარბაზებში პარალელურად და მონაცვლეობით ავარჯიშა.
საკალათბურთო დარბაზში მიმდინარე ვარჯიშებს თავად ზუროსი და მისი ასისტენტები - იურიცა გოლემაცი, მილოშ გლიგორიევიჩი, კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია უძღვებოდნენ და მოთამაშეებს ძირითადად ფარქვეშ შესვლა-გარღვევებში, სროლებსა და ბლოკის სწორად დაყენებაში ავარჯიშებდნენ. ფიტენეს-ოთახში კი ფიზმომზადების ბერძენი სპეციალისტი გიორგი ვავეცისი იმყოფებოდა და კალათბურთელებს სიმძიმეების დაძლევაში და სხვადასხვა საჭირო მოძრაობების სწორედ შესრულებაში ეხმარებოდა.
თორნიკე შენგელიამ დღეს მხოლოდ ფიტნეს-დარბაზში ივარჯიშა, ხოლო ბექა ბურჯანაძემ პირიქით - ფიტნეს-ოთახში არ შესულა და მოედნის მიღმა, ფიზმომზადების მწვრთნელის - ავთო ბერიძისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული