- პოლონელთა წამყვანი კალათბურთელები ლეგიონერები არიან. თუმცა, შიდა ჩემპიონატში ნაკრების რამდენიმე წევრის წინააღმდეგ მითამაშია. საერთო ჯამში მეტოქის გუნდში ძლიერი შემადგენლობაა თავმოყრილი.
- რას შეიძლება ველოდეთ პოლონეთთან მატჩისგან?
- მოწინააღმდეგეს უძლეველი ნაკრები ნამდვილად არ ჰყავს. მოგება შეგვიძლია, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება. ძალიან გვინდა, შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დავიწყოთ.
- რა პლუსი აქვს საქართველოს ნაკრებს პოლონეთთან შედარებით?
- შინ ვთამაშობთ. ქართველი გულშემატკივრის წინაშე გამოსვვლა კი ყველა მეტოქეს უჭირს. სამაგიეროდ, ჩვენ გვიადვილდება. ვეცდებით, ქომაგი ამჯერადაც გავახაროთ...
- პირველ შეხვედრაში ნატკენი ფეხი გადამიბრუნდა და კოჭის ტრავმა ოდნავ გამიმიზეზდა. მომდევნო მატჩში ამიტომაც მქონდა შეზღუდული სათამაშო დრო. მესამე შეხვედრა კი სხვა მიზეზით ვერ ჩავამთავრე - სახეში ხელი მომხვდა და ექიმების ჩარევა დამჭირდა.
- ამჟამად თავს როგორ გრძნობ?
- ტრავმები უკან მოვიტოვე და პოლონეთთან მატჩისთვის მზად ვარ.
P.S.საქართველოს ნაკრების პოლონეთთან მატჩი ტელევიზიის პირველი არხის პარალელურად პირველი რადიოს (100.9) პირდაპირ ეთერში გადაიცემა.