რა გველის ბულგარეთსა და პოლონეთში?

AutoSharing Option
დასრულდა ჩვენი საიტის მორიგი გამოკითხვა, რომელიც საქართველო-პორტუგალიის მატჩს ეძღვნებოდა - კითხვაზე, თუ ვინ მოიგებდა საქართველო-პორტუგალიის თამაშს, 918-მა მომხმარებელმა უპასუხა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა, 94,1% დარწმუნებული იყო ჩვენი გუნდის წარმატებაში - შეხვედრა ასეც დასრულდა, მაგრამ, ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ იგორ კოკოშკოვის ნაკრებს ასე გაუჭირდებოდა (განსაკუთრებით I და III მეოთხედებში). 3,8% პესიმისტის პროგნოზი კი, საბედნიეროდ, არ გამართლდა. გამოკითხულთა 1,5% ვერ აკონკრეტებდა, თუ რომელი ნაკრების გამარჯვებით დასრულდება ეს მატჩი.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა ახალი გამოკითხვა, რომელიც ასევე საკალათბურთო თემას ეძღვნება - ბუნებრივია, დღეს ყველაზე
აქტუალური ჩვენი ნაკრების თამაშია ევრო-2011-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში. წინ ორი რთული მატჩი გველის, ზედიზედ ორი სტუმრობა ბულგარერთსა და პოლონეთში, ჩვენი ახალი გამოკითხვაც ამ ორ მატჩს ეძღვნება. გამოკითხვა იხილეთ "სპორტალის" მარჯვენა კუთხეში.

გმადლობთ, მონაწილეობისათვის... 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული