ჩვენმა გუნდმა ბულგარეთში მოგებით ჩ ჯგუფში პირველი ადგილისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თავად განსაჯეთ: ბელგიაში, ბულგარეთსა და პოლონეთში გასვლითი მატჩები უკვე მოვისტუმრეთ. დაგვრჩა შინ ბელგია-ბულგარეთთან და პორტუგალიაში ჩასატარებელი მატჩები. აქამდე იგორ კოკოშკოვის გუნდი იმდენად დამაჯერებლად თამაშობდა, რომ დაგვარწმუნა - დარჩენილი სამივე მატჩის
პოლონელების ვარაუდით ჯგუფში საუკეთესო გუნდის წოდებისთვის საბოლოოდ სწორედ ქართველებთან უნდა ებრძოლათ. ამიტომ, თანაბარი ქულების შემთხვევაში ბურთების შეფარდებას მიენიჭებოდა უპირატესობა. სწორედ ამიტომ იგორ კოკოშკოვის ვიზავი, ისიც იგორი (გრიშჩუკი) მატჩამდე აცხადებდა - თბილისში 19 ქულის სხვაობით წავაგეთ და შინ მინიმუმ 20 ქულით უნდა მოვიგოთო. საბოლოოდ მასპინძლებმა გუშინ 9-ქულიანი სხვაობით გვაჯობეს, 29 აგვისტოსთვის პოლონეთსა და საქართველოს ქულათა თანაბარი რაოდენობა თუ მოუგროვდათ, პირველობა ჩვენ დაგვრჩება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლონეთს ბელგიასა და პორტუგალიაში აქვს სათამაშო და ბულგარეთს აეეთ უმასპინძლებს.
სატურნირო მდგომარეობასა და გამსვლელ-დამრჩენებზე ბევრი ვილაპარაკეთ, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 3 მატჩია დარჩენილი (ბელგიელებს ოთხი) და თამამი დასკვნების გაკეთება ნაადრევია.
გადახედეთ სატურნირო ცხრილს და ზოგი თქვენ იმსჯელეთ...
თ მ წ სხ ქ
1. ბულგარეთი 5 3 2 392/350 8
2. პოლონეთი 5 3 2 381/353 8
3. საქართველო 5 3 2 362/342 8
4. ბელგია 4 3 1 299/295 7
5. პორტუგალია 5 0 5 313/407 5