ვის ენიჭება უპირატესობა ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში...

AutoSharing Option
ალბათ, შეხსენება არ დაგჭირდებათ: ევროპის ჩემპიონატის საგზურს სამი ჯგუფის პირველადგილოსნები და საუკეთესო ორი მეორეადგილოსანი ავტომატურად მიიღებენ. ხოლო მომდევნო ექვსი გუნდი მომავალი წლის აგვისტოს ორ ჯგუფად გაიყოფა და ერთ საგზურს გაითამაშებს. ასე რომ, 2011 წელს ლიტვის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი მესამე-მეოთხეადგილოსნებსაც რჩებათ, თუმცა შანსი მინიმალურია...

ევრო 2011-ის შესარჩევმა ტურნირმა ეკვატორი გადალახა. გამოიკვეთა ევრობასკეტზე მოხვედრის სამი რეალური პრეტენდენტი: ჩერნოგორია (A ჯგუფში), დიდი ბრიტანეთი და მაკედონია (B ჯგუფში). ბრიტანელებმა ხუთივე მატჩი მოიგეს, ხოლო მაკედონიამ და ჩერნოგორიამ - ხუთიდან ოთხი. თუ ამ სამეულმა ბოლო
სამი მატჩიც ისევე ჩაატარა, როგორც წინა შეხვედრები, გაისად ევრობასკეტზე აუცილებლად მოხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა პეკოვიჩის თანაგუნდელებს იტალიაში სათამაშო აქვთ, A ჯგუფში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ორი წაგება ჩერნოგორიას პირველი ადგილის დაკავებაში ხელს არ შეუშლის.
ბრიტანეთი და მაკედონია, ალბათ, პირველ-მეორე ადგილებს გაიყოფენ, ერთი პირველადგილოსნის სტატუსით მოხვდება ევრობასკეტზე, მეორე - საუკეთესო მეორეადგილოსნის...

რჩება ორი საგზური. ერთი აუცილებლად ერგება C ჯგუფის პირველ გუნდს, ხოლო მეორისთვის ჩვენი და A ჯგუფის მეორეადგილოსნები "იჭიდავებენ". საქართველოს, პოლონეთსა და ბულგარეთს ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვთ (3-3 მოგება, 2-2 წაგება). თითქმის მათ მსგავს სიტუაციაშია ბელგია (3 მოგება, 1 წაგება), რომელსაც ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. რადგან ჯგუფში ასეთი სიმჭიდროვეა, პროგნოზებზე ლაპარაკი ნაადრევია. შეიძლება, ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ ერთნაირი ქულათა მაჩვენებელი ან ორ გუნდს აღმოაჩნდეს, ან სამს... ამიტომ დღეს ჩამოგითვლით პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც დახარისხდებიან ნაკრებები ჯგუფებში.

1. პირველ რიგში უპირატესობა ქულებს რომ ენიჭება (მოგება 2 ქულა, წაგება - 1), ეს არახალია.
2. თუ ორ გუნდს საბოლოოდ თანაბარი ქულები მოუგროვდა, ჯერ ყურადღება მიექცევა ურთიერთშეხვედრებში მოგებათა რაოდენობას, შემდეგ ურთიერთშეხვედრებში ჩაგდებულ-მიღებული ქულების სხვაობას. თუ ეს ორი მაჩვენებელიც თანაბარია, დაითვლება ყველა მატჩში მიღებულ-ჩაგდებული ქულები.
3. თუ ორზე მეტ გუნდს მოუგროვდა ქულათა თანაბარი რაოდენობა, ჯერ ურთიერთშეხვედრებში მოგებათა რაოდენობა დაითვლება (თუ ეს მაჩვენებელი ორს ერთნაირი აღმოაჩნდა, მათ შორის ადგილების განაწილებისას წინა პუნქტის წესები ამოქმედდება), მერე ჩაგდებულ-მიღებული ბურთების შეფარდება, ბოლოს ჯგუფის რვავე მატჩში ჩაგდებული და მიღებული ქულების სხვაობა.

სხვადასხვა ჯგუფის მეორეადგილოსნებს შორის დახარისხების ცალკე წესები არ არსებობს. ამიტომ პრინციპი იგივე იქნება, რაც ერთი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის - ქულები, ურთიერთშეხვედრებში მოგებები, ბურთების სხვაობა...

თუ ცხრილს ყურადღებით დააკვირდით, საქართველოს, ბულგარეთსა და პოლონეთს ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვთ. ურთიერთშეხვედრებში კი ასეთი სიტუაციაა: საქართველო 2 მოგება, პოლონეთი - 1, ბულგარეთი - 1. ზემოთ ჩამოთვლილი წესების მიხედვით პირველ ადგილზე საქართველო უნდა იყოს, მეორეზე - ბულგარეთი (რადგან პოლონეთთან მოგება აქვს) და მესამეზე - პოლონეთი. მაგრამ, რადგან შეჯიბრება ჯერ არ დასრულებულა (ბულგარეთს პოლონეთსა და საქართველოში აქვს სათამაშო), ფიბა-ევროპის ოფიციალურ საიტზე ურთიერთშეხვედრებში მოგებათა რაოდენობა უგულებელყოფილია და გუნდები ჩაგდებულ- მიღებული ბურთების მიხედვით არიან კლასიფიცირებული. ამიტომაცაა საქართველოს ნაკრები მესამე ადგილზე.
ვაჟა სიმონიშვილი

A ჯგუფი
ისრაელი-იტალია 76:81
17:22, 22:26, 21:21, 16:12
ლატვია-ჩერნოგორია 84:90
19:25, 21:22, 20:16, 24:27

                       თ	მ	წ 	   სხ 	        ქ
1. ჩერნოგორია    5	4	1	404/349	9
2. ისრაელი	       5	3	2	425/397	8
3. იტალია	       5	2	3	364/368	7
4. ლატვია	       5	2	3	394/431	7
5. ფინეთი	       4	1	3	284/326	5

20 აგვისტო
იტალია-ლატვია
ჩერნოგორია-ფინეთი
23 ავისტო
ფინეთი-იტალია
ლატვია-ისრაელი
26 აგვისტო
ისრაელი-ფინეთი
იტალია-ჩერნოგორია
29 აგვისტო
ფინეთი-ლატვია
ჩერნოგორია-ისრაელი

B ჯგუფი
დიდი ბრიტანეთი-უნგრეთი 66:64
19:11, 18:11, 21:25, 8:17
მაკედონია-უკრაინა 71:55
21:19, 14:10, 18:12, 18:14

თ       მ       წ         სხ           ქ
1. დ\ბრიტანეთი   5	5	0	435/398	10
2. მაკედონია       5	4	1	386/317	9
3. უკრაინა 	       5	1	4	345/389	6
4. უნგრეთი	       5	1	4	335/385	6
5. ბოსნია	       4	1	3	292/304	5

20 აგვისტო
უკრაინა-ბოსნია
უნგრეთი-მაკედონია
23 აგვისტო
ბოსნია-უნგრეთი
მაკედონია-ბრიტანეთი
26 აგვისტო
უნგრეთი-უკრაინა
ბრიტანეთი-ბოსნია
29 აგვისტო
უკრაინა-ბრიტანეთი
ბოსნია-მაკედონია

C ჯგუფი
ბულგარეთი-პორტუგალია 103:64
33:11, 24:25, 14:12, 32:16
პოლონეთი-საქართველო 67:58
12:8, 23:17, 12:11, 20:22

თ      მ       წ         სხ         ქ
1. ბულგარეთი	5	3	2	392/350	8
2. პოლონეთი	5	3	2	381/353	8
3. საქართველო	5	3	2	362/342	8
4. ბელგია	        4	3	1	299/295	7
5. პორტუგალია	5	0	5	313/407	5

20 აგვისტო
საქართველო-ბელგია
პორტუგალია-პოლონეთი
23 აგვისტო
პოლონეთი-ბულგარეთი
ბელგია-პორტუგალია
26 აგვისტო
ბულგარეთი-ბელგია
პორტუგალია-საქართველო
29 აგვისტო
საქართველო-ბულგარეთი
ბელგია-პოლონეთი

მკითხველის კომენტარები / 6 /
მოგესალმებით! ბატონო ვაჟა ეს ჩემი განცხადება არ ეხება ამ სტატიას, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ტაირომ ელისის ასავალ-დასავალი, რატომ აარ თამაშობს საქარტველოს ნაკრებში? ნაკრებს აშკარად აკლია!!! მადლობთ წინასწარ..
gigi_90.
19:09 18-08-2010
0
კარგი სატატიააა
giga
10:34 19-08-2010
0

სიახლეები პოპულარული