საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო. 17 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში იგორ კოკოშკოვის გუნდი რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 80:64 დაამარცხა (ფოტორეპორტაჟი).

პირველი მეოთხედი ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 24:18 მოიგო, მართალია მეორეში სტუმრები უკეთ გაისარჯნენ (20:21), ტაიმი კოკოშკოვის შეგირდებმა ხუთქულიანი უპირატესობით დაასრულეს - 44:39.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა კვლავ აქტიურად დაიწყო და ბოლო მეოთხედის წინ უპირატესობა ანგარიშში 11 ქულამდე გაზარდა 60:49.

ბოლო მეოთხედი კვლავაც ქართველი კალათბურთელების უპირატესობით წარიმართა, რასაც რუმინელებმა
ვერაფერი დაუპირისპირეს და საბოლოოდ შეხვედრა მასპიძლებმა 16-ქულიანი უპირატესობით მოიგეს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ნატურალიზებული მოთამაშე, ამერიკელი ჯეიკობ პულენი იყო, რომელმაც გუნდს 19 ქულა მოუტანა. 14 ქულა მიითვილა მანუჩარ მარკოიშვილმა, 13 - გიორგი შერმადინმა, 12 ქულით და 10 მოხსნით კი ვიქტორ სანიკიძე გამოირჩა.

მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 21 აგვისტოს, ბოსნიასთან სტუმრად გამართავენ, ხოლო 24 აგვისტოს სპორტის სასახლეში ლატვიის ნაკრებს უმასპინძლებენ.

ევრობასკეტზე მოსახვედრად, შესარჩევი ციკლის D ჯგუფში, რუმინეთთან, ლატვიასთან, ბოსნიასთან და ჰოლანდიასთან ერთად მოასპარეზე საქართველოს ნაკრების მიზანი საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვედრაა, თუმცა სლოვენიაში გასამართ ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი მესამე ადგილზე გასულ გუნდებსაც აქვთ.

ასევე იხილეთ:
ვიქტორ სანიკიძე: რუმინეთი ძლიერი გუნდია და წინააღმდეგობაც გაგვიწია
თორნიკე შენგელია: გარკვეული შეცდომები გვქონდა, მაგრამ მთავარია მოვიგეთ

ბოსნიამ ჰოლანდიაში იმარჯვა და ჯგუფში გალიდერდა
მკითხველის კომენტარები / 7 /
21შI არ აჩვენებ თამაშს?????? პირველი არხის პროგრამაში არ წერია...
avtandil
19 აგვისტო 2012 20:25
0
ეს პირველი არხი როდემდე უნდა მოიქცეს ესე სამარცხვინოდ!!! ონლაინს რატომ თიშავენ თამაშების დროს???? ვინც თქვენ ხმა მოგცეთ ამ არჩევნებშI..
dega
19 აგვისტო 2012 14:08
0
როდესმე ონლაინ ვიდეო ან თუნდაც ტექსტურ კომენტარ გვაღირსეფთ.ერთდროული ონლაინ ქომაგობა გამარჯვების ძალაა.დამტკიცებულია ფლუიდების ძალა.თქვენ კი სფორტის გარშემო მოყუჩებულო უქნარებო,ფულის მკეთებელო მომჭირნეებო,არ იცით ამის შესახებ.ამ ნელი საიტით არცხვენთ ქართველებს,კადრები ძაგძაგებს,ხშირად იკიდება,იჭედება,ნელია,უვარგისი მასმედია გვაქვს.ქართველ ლომებს,მომავალ საკანდელიძეებს გაუმარ-ჯოოოს!
The cruzaders-London
19 აგვისტო 2012 08:51
0
გამარჯვება კი იყო დამსახურებული და ვულოცავ საქართველოს!!!
simartle
18 აგვისტო 2012 23:26
0
ნაკრებს კი ულოცავ მაგრამ, ეს რაიყო სასხლის ადმინიტრაციამ 5 ლარიანი ბილეთები რომ არ გაყიდა გაყიდული არსო და წინ კი ედო პაჭკაში შეკრული. არ გვაქვსო 2 წუთით აკლდა დაწყებას და რომ შევედი არვინ იჯდა.მე 2 ბავშვთან ერთად 30 ლარი გადავიხადე. ეს არის სუფთა გამოძალვა და თაღლითობა ( აბა უნამუსოო რომ უთხრა გაეცინება)მიაქციეთ ყურადღება!!!!!!!!!
zaza sigu
18 აგვისტო 2012 22:57
0
ბიჭებო გაიხარეთ!
gaiozi
18 აგვისტო 2012 22:05
0
დასაწყისისთვის ძალიან კარგია, ყოჩაღთ ბიჭებო! სულ გამარჯვებით გევლოთ. მიხარია რომ ახალ დამატებულებმაც გამოიჩინეს თავი.
gizog
18 აგვისტო 2012 22:02
0

სიახლეები პოპულარული