როგორც ჩანს, ჰოლანდია საკმაოდ სუსტი გუნდია, რომელმაც უკვე მეორე შეხვედრა წააგო. თუკი პირველ ტურში ჰოლანდიელებმა რუმინეთში ბრძოლაში წააგეს, 18 აგვისტოს შინ ბოსნიასთან ვერაფერი გააწყვეს. უხვქულიანი მატჩი ექსიუგოსლავიელთა გამარჯვებით - 107:89 დასრულდა.
მირზა ტელეტოვიჩი და ნენად დედოვიჩი - თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოსნიელებს ამ ორმა კალათბურთელმა მოაგებინა. ამ ტანდემმა ჯამში 61 ქულა დააგროვა, საიდანაც 33 ტელეტოვიჩის ანგარიშზეა, ხოლო 28 - დედოვიჩის.
ჰოლანდიელებმა სტუმრებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმსი გაუწიეს, რომელიც
ბოსნიელებმა მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყვიტეს, რომელიც 39:14 მოიგეს.
მომდევნო ტურში ბოსნია საქართველოს დაუპირისპირდება, ხოლო ლატვია ჰოლანდიას უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. D ჯგუფი. 18 აგვისტო
ჰოლანდია 89:107 ბოსნია
24-26 26-25 14-39 25-17
gbf.ge
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო