საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო. 17 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში იგორ კოკოშკოვის გუნდი რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 80:64 დაამარცხა (ფოტორეპორტაჟი).

პირველი მეოთხედი ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 24:18 მოიგო, მართალია მეორეში სტუმრები უკეთ გაისარჯნენ (20:21), ტაიმი კოკოშკოვის შეგირდებმა ხუთქულიანი უპირატესობით დაასრულეს - 44:39.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა კვლავ აქტიურად დაიწყო და ბოლო მეოთხედის წინ უპირატესობა ანგარიშში 11 ქულამდე გაზარდა 60:49.

ბოლო მეოთხედი კვლავაც ქართველი კალათბურთელების უპირატესობით წარიმართა, რასაც რუმინელებმა
ვერაფერი დაუპირისპირეს და საბოლოოდ შეხვედრა მასპიძლებმა 16-ქულიანი უპირატესობით მოიგეს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ნატურალიზებული მოთამაშე, ამერიკელი ჯეიკობ პულენი იყო, რომელმაც გუნდს 19 ქულა მოუტანა. 14 ქულა მიითვილა მანუჩარ მარკოიშვილმა, 13 - გიორგი შერმადინმა, 12 ქულით და 10 მოხსნით კი ვიქტორ სანიკიძე გამოირჩა.

მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 21 აგვისტოს, ბოსნიასთან სტუმრად გამართავენ, ხოლო 24 აგვისტოს სპორტის სასახლეში ლატვიის ნაკრებს უმასპინძლებენ.

ევრობასკეტზე მოსახვედრად, შესარჩევი ციკლის D ჯგუფში, რუმინეთთან, ლატვიასთან, ბოსნიასთან და ჰოლანდიასთან ერთად მოასპარეზე საქართველოს ნაკრების მიზანი საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვედრაა, თუმცა სლოვენიაში გასამართ ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი მესამე ადგილზე გასულ გუნდებსაც აქვთ.

ასევე იხილეთ:
ვიქტორ სანიკიძე: რუმინეთი ძლიერი გუნდია და წინააღმდეგობაც გაგვიწია
თორნიკე შენგელია: გარკვეული შეცდომები გვქონდა, მაგრამ მთავარია მოვიგეთ

ბოსნიამ ჰოლანდიაში იმარჯვა და ჯგუფში გალიდერდა
მკითხველის კომენტარები / 7 /
დასაწყისისთვის ძალიან კარგია, ყოჩაღთ ბიჭებო! სულ გამარჯვებით გევლოთ. მიხარია რომ ახალ დამატებულებმაც გამოიჩინეს თავი.
gizog
22:02 18-08-2012
0
ბიჭებო გაიხარეთ!
gaiozi
22:05 18-08-2012
0

სიახლეები პოპულარული