ბოსნიამ ჰოლანდიაში იმარჯვა და ჯგუფში გალიდერდა

AutoSharing Option
დასრულდა ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ჰოლანდიისა და ბოსნიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

როგორც ჩანს, ჰოლანდია საკმაოდ სუსტი გუნდია, რომელმაც უკვე მეორე შეხვედრა წააგო. თუკი პირველ ტურში ჰოლანდიელებმა რუმინეთში ბრძოლაში წააგეს, 18 აგვისტოს შინ ბოსნიასთან ვერაფერი გააწყვეს. უხვქულიანი მატჩი ექსიუგოსლავიელთა გამარჯვებით - 107:89 დასრულდა.

მირზა ტელეტოვიჩი და ნენად დედოვიჩი - თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოსნიელებს ამ ორმა კალათბურთელმა მოაგებინა. ამ ტანდემმა ჯამში 61 ქულა დააგროვა, საიდანაც 33 ტელეტოვიჩის ანგარიშზეა, ხოლო 28 - დედოვიჩის.

ჰოლანდიელებმა სტუმრებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმსი გაუწიეს, რომელიც
1 ქულით, ანგარიშით 50:51 დათმეს.

ბოსნიელებმა მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყვიტეს, რომელიც 39:14 მოიგეს.

მომდევნო ტურში ბოსნია საქართველოს დაუპირისპირდება, ხოლო ლატვია ჰოლანდიას უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. D ჯგუფი. 18 აგვისტო
ჰოლანდია 89:107 ბოსნია
24-26 26-25 14-39 25-17

gbf.ge


ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული